ვინ არის ხელოვნური ინტელექტის პირველი მინისტრი მსოფლიოში | Allnews.Ge

ვინ არის ხელოვნური ინტელექტის პირველი მინისტრი მსოფლიოში

ომარ ოლამა, ახალგაზრდა, ოცდაშვიდი წლის მაღალჩინოსანი არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, მსოფლიოში პირველი ხელოვნური ინტელექტის მინისტრი გახდა. მისი მოვალეობა ქვეყნის ხელოვნური ინტელექტის რევოლუციისთვის მომზადებაა.

ხელოვნური ინტელექტის სამინისტროს შექმნისა და მინისტრის თანამდებობაზე ომარ ოლამას დანიშვნის შესახებ, არაბეთის გაერთიანებული საამიროების მთევრობის მეთაურმა მოჰამედ მაქტუმ გააკეთა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ხელისუფლების მიზანია, ქვეყანა ხელოვნური ინტელექტის რევოლუციისთვის მაქსიმალურად მოამზადოს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ იმ დროისთვის, როდესაც ხელოვნური ინტელექტი მაქსიმალურად დაიხვეწება, ის სამსახურში ბევრ ადამიანს ჩაანაცვლებს. მოვლენების მსგავსი განვითარებისთვის კი მოსახლეობის მომზადება უკვე ახლა უნდა მოხდეს, რათა მომავალში მათი პროფესიული უნარები კვლავ საჭირო და მოთხოვნადი იყოს.

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში უკვე დიდი ხნის წინ დაიწყეს ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა სფეროში დანერგვა. მაგალითისთვის, ხელოვნური ინტელექტი ამ ქვეყანაში საგზაო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად აქტიურად გამოიყენება. არც ისე დიდი ხნის წინ რობოტებმა ქუჩაში სამართალდამცველებთან ერთად პატრულირება დაიწყეს. გარდა ამისა, საამიროებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას მედიცინის სფეროშიც გეგმავენ.

myquiz