ფსიქოლოგები გვირჩევენ: დაამზადებინეთ ბავშვებს ხელნაკეთი ნივთები | Allnews.Ge

ფსიქოლოგები გვირჩევენ: დაამზადებინეთ ბავშვებს ხელნაკეთი ნივთები

ხელნაკეთი ნივთების დამზადება ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა. ხელსაქმე პროფესიად იქცა, ხელნაკეთი ნივთები კი მოთხოვნად და ძვირადღირებულ პროდუქციად. მნიშვნელოვანია, რომ მცირეწლოვანი ბავშვებიც აქტიურად სწავლობენ ხელსაქმის სხვადასხვა მიმართულებას და მშობლებიც ცდილობენ, მათ ამ კუთხით ხელი შეუწყონ. ბავშვებს უყვართ ხელოვნება, საკუთარი ხელებით მათივე წარმოსახვის გაცოცხლება, თუმცა არც მათ და ხშირად არც მშობლებმა არ იციან რეალურად რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი აქტივობები ბავშვების განვითარებისთვის. საკითხის ირგვლივ მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგების მიერ არაერთი კვლევაა ჩატარებული, რომელთა შედეგების მიხედვითაც ხელსაქმეს ბავშვებისათვის 5 მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი აქვს:

1. ორმხრივი კოორდინაციის უნარის განვითარება – ხელსაქმეში როგორიცაა გაფერადება, ხატვა, ფორმების გამოჭრა - ბავშვის ორივე ხელი აქტიურადაა ჩართული. ეს ბავშვებს წერის, თასმის შეკვრის, ბეჭდვისა და სხვა აქტივობების სწრაფად და კოორდინირებულად შესრულებაში ეხმარება.

2. თვალისა და ხელის კოორდინაციის უნარის განვითარება – იმისთვის, რომ ბავშვმა დახატოს ფორმები, გამოჭრას ფიგურები და შეაერთოს ფიგურის ნაწილები, ის თვალისა და ხელის ერთობლივ კოორდინაციას იყენებს. ეს უნარები მას ისეთ ცხოვრებისეულ ასპექტებშიც კი გამოადგება, როგორიცაა დამოუკიდებლად ჩაცმა და ჭამა.

3. თვით რეგულაციის გაძლიერება - ხელნაკეთი ნივთების დასამზადებლად მოთმინებაა სააჭირო. ეს არის კარგი საშუალება, ბავშმა საკუთარი თავის კონტროლისა და მოთმინების უნარი გამოიმუშაოს. ხელნაკეთი ნივთების დამზადებისას შეიძლება ზუსტად ისეთი შედეგი ვერ მივიღოთ, როგორც ჩვენ წარმოგვედგინა, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ხელსაქმით ბავშვი სწავლობს მოქნილობას და სხავადსხვა სიტუაციასთან ადაპტაციას.

4. თვითშეფასების ამაღლება –ხელსაქმის წარმატებით შესრულება ბავშვში კმაყოფილებისა და საიმაყის განცდებს იწვევს. როდესაც თქვენს ბავშვთან ერთად ნივთების შექმნას დაიწყებთ თავდაპირველად დაუსახეთ მარტივი მიზნები, შემდეგ კი ნელ-ნელა გაურთულეთ, რათა მას აუმაღლდეს თვითშეფასება და მეტი ხალისით გააგრძელოს ნივთებისა თუ ნახატების შექმნა.

5. მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბება მშობელთან – ბავშვებს უყვართ მშობლებთან ერთად დროის გატარება, გართობა და რაიმე ახლის ერთობლივად შექმნა. რაც უფრო ხშირად იქნება ბავშვი მშობელთან ერთად მსგავს სახალისო აქტივობებში ჩართული, მით უფრო მაღალი იქნება ნდობის ხარისხი მშობლის მიმართ.

ყოველივე ამის გათვალისწინებით კი ფსიქოლოგები გვირჩევენ, ინტენსიურად დავამზადებინოთ ბავშვებს სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთი. საინტერესოა ისიც, რომ საქართველოში იქმნება სივრცეები, სადაც არამარტო ხელნაკეთის ნივთების მასალის შეძენა შეუძლიათ მსურველებს, არამედ ადგილზევე შესწავლა იმ ძირითადი პრინციპებისა, რაც საჭიროა სხვადასხვა ნივთის დასამზადებლად. ასეთია, მაგალითად წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" ხელსაქმის კუთხე, სადაც პროფესიონალები ბავშვებს და არამარტო მათ, შეასწავლიან და ადგილზევე დაამზადებინებენ მარტივ დეკორატიულ ნივთებს. ამისათვის კი შეგიძლიათ ესტუმროთ "ბიბლუსი გალერეას" თბილისში, ჭავჭავაძის №7-სა და კანდელაკის №7-ში.

myquiz