რომელ ქვეყანაში მუშაობენ ყველაზე მეტს? | Allnews.Ge

რომელ ქვეყანაში მუშაობენ ყველაზე მეტს?

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (Organization for Economic Co-operation and Development) დაინტერესდა იმით, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები მუშაობენ ყველაზე მეტს.

ჩატარებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ამ სტატისტიკის მიხედვით პირველ ადგილს მექსიკა იკავებს. საშუალო სტატისტიკური მექსიკელი წელიწადში 2246 საათს მუშაობს, რაც კვირაში 43,2 საათს უდრის.

საინტერესოა, რომ მექსიკის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს კოსტა-რიკა, რომელიც ხშირად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ ქვეყანად სახელდება.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ კვლევაში 38 ქვეყნის მონაცემები გამოიყენა და პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ სამხრეთ კორეა, საბერძნეთი და ჩილე.

სიის მეორე ბოლოში აღმოჩნდა გერმანია - ერი, რომელსაც სტერეოტიპულად მშრომელებად ახასიათებენ. საშუალო გერმანელი წელიწადში სულ 1371 საათს მუშაობს – კვირაში 26,4 საათს. გერმანელების მსგავსად, დატვირთულ გრაფიკს არ უჩივიან ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, დანიასა და საფრანგეთში.

სრული სია კი ასე გამოიყურება:

1. მექსიკა - 2246 საათი წელიწადში

2. კოსტა რიკა - 2230

3. სამხრეთ კორეა - 2113

4. საბერძნეთი - 2042

5. ჩილე - 1988

6. რუსეთი - 1978

7. პოლონეთი - 1963

8. ლატვია - 1903

9. ისლანდია - 1880

10. პორტუგალია - 1868

11. ლიტვა - 1860

12. ისრაელი - 1858

13. ესტონეთი - 1852

14. თურქეთი - 1832

15. ირლანდია - 1820

16. აშშ - 1790

17. ჩეხეთი - 1779

18. ახალი ზელანდია - 1757

19. სლოვაკეთი - 1754

20. უნგრეთი - 1749

21. იტალია - 1725

22. იაპონია - 1719

23. კანადა - 1706

24. ესპანეთი - 1691

25. სლოვენია - 1676

26. გაერთიანებული სამეფო - 1674

27. ავსტრალია - 1665

28. ფინეთი - 1646

29. ავსტრია - 1625

30. შვედეთი - 1612

31. შვეიცარია - 1590

32. ბელგია - 1541

33. ლუქსემბურგი - 1507

34. საფრანგეთი - 1482

35. დანია - 1457

36. ნორვეგია - 1424

37. ნიდერლანდები - 1419

38. გერმანია - 1371

ზოგადად, სამუშაო საათების რაოდენობა ყველა ზემოჩამოთვლილ ქვეყანაში შემცირდა. მაგალითად, 2000 წელს ჩატარებული ანალოგიური კვლევის მიხედვით, გაერთიანებულ სამეფოში საშუალო დასაქმებული წელიწადში 1700 საათს მუშაობდა, რაც 15 წლის განმავლობაში 1674 საათამდე შემცირდა.

myquiz