რა საფრთხეს უქმნის ჩიტი თვითმფრინავს? | Allnews.Ge

რა საფრთხეს უქმნის ჩიტი თვითმფრინავს?

ბოულინგში "სტრაიკი" საუკეთესო დარტმაა, რომელიც შეგიძლიათ განახორციელოთ. საავიაციო ჟარგონზე კი "სტრაიკს" ეძახიან მოვლენას, როდესაც ჩიტი მოულოდნელად კვეთს თვითმფრინავის ტრაექტორიას. ეს როგორც წესი პროგნოზირებადი შედეგით სრულდება ჩიტისთვის.

ფრინველებისა და თვითმფრინავების შეტაკება არც თუ ისე იშვიათად ხდება. ცოტა ხნის წინ იაპონური ავიახაზების თვითნფრინავი იძულებული გახდა საგანგებო დაშვება ნიუ-იორკში განეხორციელებინა, იმის გამო რომ მას ჩიტი დაეჯახა. კიდევ ერთი თვითმფრინავი იძულებული გახდა უელსში აეროპორტში დაბრუნებულიყო იმის გამო, რომ მის ძრავში ჩიტი სეფრინდა.

2016 წელს მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით ჩიტის ძრავში შეფრენის 1835 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, ანუ 8 შემთხვევა ყოველ 10 ათას ფრენაზე. ავიახაზებისთვის ეს სერიოზული მოვლენაა, რადგან მსგავსი ინციდენტის შემდეგ თვითმფრინავი დეტალურ შემოწმებას საჭიროებს, რათა შეუმჩნეველი ხარვეზები არ დარჩეს, რომლმაც, შესაძლოა, თვითმფრინავი კატასტროფამდე მიიყვანოს თუ მათი აღმოჩენა ვერ მოხერხდა.

კვლევების თანახმად, ფრინველის თვითმფრინავთან დაჯახების მხოლოდ 5% სრულდება ავიალაინერის დაზიანებით. მაგრამ უსაფრთხოების მიზნით, ფრინველთან დაჯახების შემდეგ თითქმის ყველა მათგანი ბრუნდება აეროპორტში ან ახორციელებს საგანგებო დაშვებას. რაც მთელ რიგ უხერხულობას უკავშირდება, ვინაიდან მგზავრებს უწევთ თვითმფრინავის გამოცვლა. ირიბი დანახარჯების დადგენა ადვილი არ არის, თუმცა არსებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ ამერიკისთვის მსგავსი დანახარჯები 500 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობს.

აღსანიშნავია, რომ ჩიტები დიდ სიმაღლეზე არ დაფრინავენ. 2006 წლის კვლევამ აჩენა, რომ ფრინველებთან შეჯახების ¾ 150 მეტრზე დაბლა ხდება, ძირითადად თვითმფრინავის აფრენის ან დაფრენის მომენტში, ამ დროს კი მას დიდი სიჩქარე არ აქვს განვითარებული. ფრინველთან შეჯახების შედეგი ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, რომელ ნაწილში მოხდა ეს შეჯახება. თუმცა, აქვე უნდა ითქვას რომ თვითმფრინავების აშენებისას მისი მძლავრ საგნებთან შეჯახება გათვალისწინებულია, ამიტომ ინჟინრების ღელვის მიუხედავად შეიძლება თამამად ითქვას, რომ საჰაერო ხომალდებს შეტაკების გამო, დიდი საფრთხე არ ემუქრება, თუ როგორც უკვე აღვნიშნეთ ფრინველი ძრავის განყოფილებაში არ შეფრინდა.

მაგრამ არ იფიქროთ, რომ აეროპორტები უმოქმედოდ არიან და პრევენციის საშუალებებს არ მიმართავენ. მსგავს საშუალებებად მტაცებელი ფრინველების ხმის ჩაწერა, მკვეთრი სინათლე და ხმამაღალი სირენა შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც სპეციალურად ფრინველების დასაფრთხობად მონტაჟდება. მაგრამ ამ ხერხების საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ ფრინველები მათ სწრაფად ეჩვევიან და დროთა განმავლობაში თვითმფრინავებს აღარ ერიდებიან.

myquiz