პროდუქტი, რომელსაც ინტელექტის გაზრდა შეუძლია | Allnews.Ge

პროდუქტი, რომელსაც ინტელექტის გაზრდა შეუძლია

მონოუჯერი ცხიმებით მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა ზეითუნის ზეთი, ავოკადო, ნიგოზი, ზრდის ინტელექტს.

კვლევამ აჩვენა, რომ ინტელექტი დაკავშირებულია ყურადღების დორსალურ სისტემასთან, რომელიც ყურადღებასთან და ყოველდღიურ საქმეებთან დაკავშირებული დავალების შესასრულებლადაა მნიშვნელოვანი. კერძოდ, ინტელექტის ზოგადი დონე განისაზღვრება იმით, ფუნქციურად რამდენად ეფქტურადაა ორგანიზებული აღნიშნული ქსელი.

მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავები აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. აღნიშნული მჟავები მჭიდრო კავშირშია ყურადღების დორსალურ სისტემასთან და მის ოპტიმალურ მუშაობასთან. მოხალისეების რაციონისა და ინტელექტის კვლევამ აჩვენა: სისხლში მონოუჯერი მჟავების მაღალი დონის მქონე ადამიანებს ყურადღების დორსალურ სისტემაში უფრო მოწესრიგებული სტრუქტურა ჰქონდათ. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავები რეალურად მოქმედებენ შემეცნებით უნარებზე.

ლალი ჩხიკვაძე

mkurnali.ge

myquiz