ცხოველების მასობრივი გადაშენება 2100 წელს დაიწყება | Allnews.Ge

ცხოველების მასობრივი გადაშენება 2100 წელს დაიწყება

ცხოველების შემდგომი მასობრივი გადაშენება შესაძლოა, 2100 წლისთვის დაიწყოს. ანუ იმ დროს, როდესაც ოკეანეების წყლებში ნახშირორჟანგის დონე კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბებს, ტემპერატურა კი სწრაფ მატებას დაიწყებს. აღნიშნული ვარაუდი გეოფიზიკოსმა გამოთქვა, რომელმაც ჟურნალ Science Advances-ში სამეცნიერო სტატია გამოაქვეყნა.

"მე არ ვამბობ, რომ კატასტროფა ხვალ მოხდება. ჩვენ უბრალოდ ვაჩვენეთ, რომ უახლოეს მომავალში ბუნებაში ნახშირბადის წრებრუნვა არასტაბილური გახდება და მისი ქმედების პროგნოზირება რთული გახდება, ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჩვენ ატმოსფეროსა და წყლის ნახშირორჟანგით გამდიდრებას გავაგრძელებთ. წარსულში არასტაბილურობის მსგავს პერიოდულობას ცხოველების მასობრივ გადაშენებამდე მივყავდით", - განაცხადა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორმა დენიელ როტმანმა.

მეცნიერები დედამიწის ისტორიაში ცხოველთა 5 მასობრივ გადაშენებას გამოყოფენ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერმის მასობრივი გადაშენებაა, ამ დროს ყველოა ცოცხალი ორგანიზმის თითქმის 95% გაქრა.

ორი წლის წინ ეკოლოგებმა განაცხადეს, რომ დედამიწას კიდევ ერთი მეექვსე ცხოველების მასობრივი გადაშენება ელის. როტმანი მიიჩმნევს, რომ შემდეგი მასობრივი გადაშენება მომავალი საუკუნის დასაწყისისთვის დაიწყება. ის ამ დასკვნამდე იმ მოვლენების გაანალიზების შედეგად მივიდა, რომლებიც პერმის გადაშენებას უძღოდა წინ.

მეცნიერმა შენიშნა, რომ ყველა ამ გადაშენებას ერთი საერთო მახასიათებელი უძღოდა წინ და ეს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის მკვეთრი ცვლილება იყო.

როტმანი მიიჩნევს, რომ 2100 წლისთვის ნახშირორჟანგის დონე კრიტიკულს კლიმატის შესახებ პარიზისა და კიოტოს შეთანხმებების შესრულების მიუხედავად მიაღწევს. თუმცა ამავდროულად მეცნიერი განმარტავს, რომ ცხოველების მასობრივი გადაშენება იმას არ ნიშნავს, რომ ცხოველების ყველა სახეობა ერთ დღეში გაქრება, აღნიშნული პროცესი შესაძლოა, ათეულობით ათასი წლის განმავლობაში გაგრძელდეს.

myquiz