როგორ ვაქციოთ მეთანის გაზი საკვებად? | Allnews.Ge

როგორ ვაქციოთ მეთანის გაზი საკვებად?

პროტეინებით მდიდარი საკვების მომზადება გარემოს ძვირი უჯდება.

ფერმერები შინაურ ცხოველებსა და ფრინველებს პროტეინით მდიდარ საკვებს აჭმევენ, რათა მათ სწრაფ ზრდას შეუწყონ ხელი. მარცვლელული კულტურის მოსაყვანოდ კი ყოველწლიურად რამდენიმე ასეული ჰექტარი ტყე იჩეხება. საბოლოო ჯამში მსოფლიოში სულ უფრო ცოტა მიწა და წყალი რჩება მარცვლეული კულტურის მოსაყვანად.

კომპანია Calista-ს აღმასრულებელი დირექტორი, ალან შოუ კი ცხოველებისა და თევზისთვის საკვებს ბაქტერიისგან ამზადებს, რომელიც თავის მხრივ ბუნებრივი აირით იკვებება. მისი თქმით, ამ ბუნებრივი ბაქტერიის პოვნა ნიადაგში შეიძლება. მისი როლი კი ბუნებაში არის ის, რომ მეთანის ან ბუნებრივი აირის ნარჩენები აითვისოს. საბოლოო ჯამში ამ ბაქტერიებისგან პროტეინების მიღება შეიძლება ანუ იმის, რაც ყოველდღიურობაში ასე ძალიან გვჭირდება.

ფუტურისტული საკვები ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთში მზადდება.

ბაქტერიას, რომელიც ბუნებრივი აირით იკვებება, გაზის მილებზე ათავსებენ და იქ ორი კვირის განმავლობაში ტოვებენ. შემდეგ გრანულების სახეს აძლევენ და თევზებს კვებავენ. რომლებიც საბოლოოდ ადამიანის საკვებად იქცევიან. პროცესს ევროკავშირი დააკვირდა და აღნიშნული მეთოდი ადამიანებისთვის უსაფრთხოდ მიიჩნია. ამ მომენტისთვის ალანი ცდილობს საკვებს ისეთი სახე მისცეს, რომ ამით ქათმებისა და ღორების გამოკვება შეძლოს.

თუმცა, ერთი შეხედვით იდეალურ გამოსავალს ერთი ნაკლი მაინც აქვს. მეთანი ბუნებრივი აირის მთავარი ელემენტია, ბუნებრივი აირი კი ამოწურვად ენერგიას განეკუთვნება. თუმცა ალანი მიიჩნევს, რომ დროთა განმავლობაში გაზიდან მოპოვებული მეთანის ჩანაცვლებაც გახდება შესაძლებელი.

myquiz