სამსახური, საიდანაც რამდენიმე დღეში 30 000 დოლარის გამომუშავებაა შესაძლებელი | Allnews.Ge

სამსახური, საიდანაც რამდენიმე დღეში 30 000 დოლარის გამომუშავებაა შესაძლებელი

აშშ-ში ქარიშხალ "ჰარვისა" და "ირმას" მიერ მიყენებულმა ზარალმა, შესაძლოა, ქარიშხალ "კატრინას" შედეგად გამოწვეულ ზარალს გადააჭარბოს. პირველადი მონაცემებით, 2017 წლის ქარიშხლების სეზონი რეკორდს მოხსნის და აშშ-ში ყველაზე დამანგრეველი ქარიშხლების სეზონი გახდება, ვინაიდან ზარალის ოდენობა უკვე 300 მილიარდ დოლარს აღწევს.

"ირმა", "ჰარვი", "კატრინა" - რატომ არქმევენ ქარიშხლებს სახელებს?

თუმცა, როგორც "სიენენი" წერს, ყველა ტრაგედიის დროს ცალკეული პირებისთვის დამატებითი შესაძლებლობები ჩნდება. კერძოდ, მაშინ როდესაც ათასობით ადამიანი ზარალს ითვლის, არიან ადამიანები, რომლებმაც ქარიშხლების სეზონზე სერიოზული თანხა გამოიმუშავეს. ესენი არიან სადაზღვევო ზიანის ხარისხის შემფასებლები. ადამიანები, რომლებიც ზარალს ითვლიან და განსაზღვრავენ თუ რამდენი უნდა გადაუხადოს სადაზღვევო კომპანიამ დაზარალებულებს.

ადამიანების სამსახურიდან გაშვება გახშირდა

ოჯახი ეძებს ძიძას, რომელსაც 129,000$ გადაუხდის

სამსახური 268 000 დოლარიანი ხელფასით და სამ თვიანი შვებულებით, რომელიც არავის სურს

მათი საქმიანობიდან გამომდინარე რამდენიმე დღეში ზიანის ხარისხის შემფასებლებს 30 000 დოლარზე მეტი ანაზღაურების გამომუშავება შეუძლიათ. მათი სამუშაო არ არის მუდმივი, მათზე მოთხოვნა მხოლოდ ბუნებრივი კატასტროფების შემდეგ  იზრდება. როგორც Wall Street Journal- წერს, სადაზღვევო ზიანის ხარისხის შემფასებლების ნაწილმა წელს, პირველი ძლიერი ქარიშხლის შემდეგ, თვის განმავლობაში 100 000-მდე დოლარიც კი გამოიმუშვეს.

myquiz