ტეხასის შტატის სანაპიროზე ზღვის ამოუცნობი არსება გამოირიყა | Allnews.Ge

ტეხასის შტატის სანაპიროზე ზღვის ამოუცნობი არსება გამოირიყა

ქარიშხალ "ჰარვის" შედეგად ტეხასის შტატის სანაპიროზე ზღვის ამოუცნობი არსება გამოირიყა. ის ადგილობრივმა მაცხოვრებელმა პრიტი დესაიმ აღმოაჩინა და რამდენიმე ფოტო "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

ადგილობრივი მაცხოვრებლის პოსტს ბიოლოგი ექიმი კენეტ ტაი წააწყდა, რომელიც მიიჩნევს, რომ ნაპირზე გამორიყული არსება სავარაუდოდ, გველთევზების ოჯახს განეკუთვნება.

ბიოლოგს გველთევზას კონკრეტულ სახეობაზე ჩამოყალიბება გაუჭირდა, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი ძირითადად ამ რეგიონში ბინადრობენ.

ქარიშხალ "ჰარვის" შედეგად, რომელმაც გამანადგურებელი წყალდიდობა გამოიწვია, სანაპიროზე ზღვის ბევრი ბინადარი გამოირიყა.

myquiz