სასარგებლოა თუ არა შაქარი - მეცნიერები ახალ დასკვნამდე მივიდნენ | Allnews.Ge

სასარგებლოა თუ არა შაქარი - მეცნიერები ახალ დასკვნამდე მივიდნენ

თითქმის ყველა ჩვენგანმა იცის, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში შაქრის რაოდენობა მნიშვნელოვნად უნდა შევამციროთ, ვინაიდან ამგვარად შევძლებთ შევამციროთ გულის შეტევისა და დემენციის რისკი.

სწორედ იმ დროს როდესაც ადამიანთა უმეტესობამ, როგორც იქნა ირწმუნა შაქრის მავნებელი ეფექტის შესახებ და მის აქტიურ მოხმარებაზეც თანდათან უარი თქვა, ექიმები შაქართან დაკავშირებით ახალ დასკვნამდე მივიდნენ. მეცნიერების თქმით, რომლებიც ტვინის ფუნქციონირებაზე სპეციალიზდებიან, შაქარს ტვინზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია.

შაქარი თუ სიმსუქნე - რა გვკლავს?

შაქარი თუ სტრესი: რა უფრო მეტად ვნებს ტვინს

"შაქარი ტვინის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოა, ის თქვენს ორგანიზმში არსებული ტკბილეულის ყველაზე აქტიური მომხმარებელია" - აღნიშნა ექიმმა დრიუ რამსიმ.

ექიმის განმარტებით, ჩვენი ტვინი ყოველდღიურად 400 კალორია გლუკოზას მოიხმარს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორი ფილა შოკოლადის ერთდროულად მიღება გონებრივ იმპულს დაუყოვნებლივ გააძლიერებს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული საიდან იღებთ შაქარს.

მაგალითისთვის ხელოვნური, დამუშავებული პროდუქტიდან მიღებული შაქარი დიდი შეღავათი არ იქნება ორგანიზამისთვის, მაშინ როდესაც თაფლიდან ან ხილიდან მიღებული საქარი სასარგებლო იქნება ტვინის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხმა მედიკოსთა შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, დრიუ რამსის სჯერა, რომ ნატურალური ხილის ჭამას მეტი სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის, ვიდრე ამ ნაყოფისგან მომზადებული ნატურალური წვენს.

myquiz