ვინ არ უნდა მიიღოს თევზის ქონი და ვისთვისაა იგი სასარგებლო | Allnews.Ge

ვინ არ უნდა მიიღოს თევზის ქონი და ვისთვისაა იგი სასარგებლო

თევზის ქონი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით. ზოგადად, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები არეგულირებს ცხიმოვან ცვლას და ქოლესტერინის დონეს სისხლში, აძლიერებს ტონუსს და ამაღლებას შრომისუნარიანობას, იგი ასევე ააქტივებს იმუნურ სისტემას.

ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები წარმოადგენს ცხიმოვან მჟავებს, რომლებსაც "შეუცვლელს" უწოდებენ, რადგანაც ჩვენი ორგანიზმი მათ ვერ აწარმოებს და მათი მიიღება აუცილებელია რეგულარულად საკვებიდან. საკვები კი ყოველთვის არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მივიღოთ რეკომენდებული ყოველდღიური დოზა, ამიტომაც მნიშვნელოვანია იგი შეივსოს ომეგა-3-ით.

თევზის ქონის გამოყენების ჩვენებებია:

  - A და D ჰიპო და ავიტამინოზი (ხშირი რესპირატორული დაავადებები, ძვლების ზრდის დარღვევა, მხედველობის დაქვეითება, კანის, თმის, ფრჩხილებისა და   კბილების სტრუქტურის დარღვევა, რაქიტი რეკონვალესცენციის პერიოდში);

  - სხვადასხვა გენეზის ოსტეოპათიის პროფილაქტიკა და მკურნალობა: ოსტეომალაცია, ოსტეოპოროზი, აღდგენითი პერიოდი ოპერაციული ჩარევების შემდეგ "ცრუ" სახსრების გამო, მოტეხილობები შენელებული კონსოლიდაციით, ძვლოვანი კოჟრების წარმოქმნის სტიმულაცია;

  - ათეროსკლეროზისა და მისი სისხლძარღვოვანი გართულებების პროფილაქტიკა;

- ჰიპერლიპიდემია. რეკომენდირებულია გამოყენება თვალის დაავადებების კომპლექსური თერაპიის დროს: პიგმენტური რეტინიტი, ქსეროფთალმია, კერატომალაცია, კონიუნქტივიტი, ქუთუთოების ეგზემატოზური ცვლილება.

უკუჩვენება

სამკურნალო საშუალების გამოყენების უკუჩვენებად მიჩნეულია ჰიპერმგრძნობელობა მისი კომპონენტების მიმართ, იდიოპათიური ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია, ფილტვების ტუბერკულოზის აქტიური ფორმები, ღვიძლისა და თირკმელების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, ნეფროუროლითიაზი, ქრონიკული პანკრეატიტი (შესაძლოა გამოიწვიოს დაავადების გამწვავება), D ჰიპერვიტამინოზი, სარკოიდოზი, ხანგრძლივი იმობილიზაცია (დიდი დოზები), თირეოტოქსიკოზი (ჰიპერმგრძნობელობის შესაძლებლობა), საბავშვო ასაკი 7 წლამდე.

ამავე დროს გაითვალისწინეთ, რომ თევზის ქონის მიღების დროს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო:

- გასტრიტისა და ღვიძლის დაავადების დროს. თევზის ქონმა შესაძლოა სისხლდენის ალბათობა გაზარდოს.

- ზღვის პროდუქტებზე ალერგიის დროს. არ არსებობს სარწმუნო ინფორმაცია იმის თაობაზე, რამდენად ხშირად აქვთ ამ სახის ალერგიის მქონე ადამიანებს ალერგია თევზის ქონის მიმართ, ამიტომ, ვიდრე უფრო მეტს შეიტყობდეთ, სიფრთხილეს გვირჩევენ.

- აივ ინფექციაშიდსის, თანდაყოლილი იმუნოდეფიციტის, იმუნოდეპრესანტებით მკურნალობის დროს. თევზის ქონის დიდმა დოზებმა შეიძლება ორგანიზმის იმუნური პასუხი შეასუსტოს, ჩამოთვლილ ჯგუფებში კი ეს განსაკუთრებით სახიფათოა.

- ჩანერგილი დეფიბილატორით სარგებლობისას. ზოგიერთი (ოღონდ არა ყველა) გამოკვლევის შედეგები მიუთითებს, რომ მოსალოდნელია, თევზის ქონმა ამ შემთხვევაში არარეგულარული შეკუმშვების ალბათობა გაზარდოს.

- ოჯახური ადენომატოზური პოლიპოზის დროს. არსებობს ვარაუდი, რომ ასეთ ადამიანებს თევზის ქონმა შეიძლება უფრო მეტად გაუზარდოს სიმსივნეების ჩამოყალიბების რისკი. რადგან თევზის ქონი ათხელებს (მართალია, მცირედ) სისხლს, არ შეიძლება მისი მიღება იმავე თვისების მქონე ასპირინის შემცველ წამლებთან ერთად.

კონეკტიკუტის უნივერსიტეტის თანამშრომლების მოსაზრებით, ცხიმოვანი მჟავები იცავენ მშობიარობის შემდგომი დეპრესიისგან და ბავშვის ჰარმონიულ განვითარებას უწყობენ ხელს. როგორც აღმოჩნდა, თევზში არსებული ნივთიერებები მნიშვნელოვანია ბავშვის კოგნიტიური განვითარებისთვის. დედებს კი, რომლებიც საკმარისად მოიხმარენ ცხიმოვან მჟავებს, ნაკლებად აღენიშნებათ მშობიარობის შემდეგ ადაპტაციის პრობლემები. ექიმების მონაცემებით, ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში თევზის მიღება კვირაში მინიმუმ 2-3-ჯერ არის რეკომენდებული.

myquiz