მცურავი მაიკლ ფელპსი თეთრ ზვიგენს შეეჯიბრა | Allnews.Ge

მცურავი მაიკლ ფელპსი თეთრ ზვიგენს შეეჯიბრა

ყველაზე ტიტულოვანი ოლიმპიელი და მცურავი მაიკლ ფელპსი თეთრ ზვიგენთან დამარცხდა. მათი შეჯიბრი 100 მეტრიან მონაკვეთზე გაიმართა, სანახაობას კი Discovery იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ ათლეტმა ცურვაში საუკეთესო შედეგები აჩვენა და 28 ოლიმპიური მედალი მოიპოვა, მხოლოდ 8-10 კმ/სთ-ის განვითარება შეძლო, რაც ზვიგენის სიჩქარეს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

ფელპსი ღია წყალში შეჯიბრისთვის მონოფინით აღჭურვეს, თუმცა მოწყობილობამ მისი სიჩქარე ზვიგენის სიჩქარეს არც კი მიუახლოვა. მაიკლ ფელპსმა და ზვიგენმა სხვადასხვა სივრცეში უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე გაცურეს.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები წინასწარ მზად არიან მარცხისთვის, ისინი მაინც დგამენ ამ ნაბიჯს, იქცევენ ყურადღებას და ქმნიან ცხოველთან შეჯიბრის პრეცედენტს. ფელპსისა და თეთრი ვეშაპის დაპირისპირება ამის მეხუთე შემთხვევა გახდა.

myquiz