დღეში 2 საათზე მეტხანს ავტომობილის ტარება ინტელექტის დაქვეითებას იწვევს | Allnews.Ge

დღეში 2 საათზე მეტხანს ავტომობილის ტარება ინტელექტის დაქვეითებას იწვევს

მანქანის ტარება დღეში 2 საათზე მეტი დროის ხანგრძლივობით, ინტელექტის დაქვეითებას იწვევს.

მეცნიერები იკვლევდნენ რა გავლენას ახდენს ცხოვრების მჯდომარე წესი ადამიანის გონებასა და მის ინტელექტზე. შედეგებმა ცხადყო, რომ საშუალო ასაკის ადამიანების IQ, რომლებიც დღის დიდ ნაწილს საჭესთან ატარებდნენ, პერმანენტულად მცირდებოდა.

ლესტერის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა კიშან ბაკრანიამ განმარტა, რომ 2-საათზე მეტი დროის განმავლობაში, მანქანის ტარების უარყოფითი გავლენა გულზე, მედიცინისთვის ცნობილი ფაქტი იყო, უკანასკნელმა კვლევამ კი ტვინზე ზეგავლენაც ცხადყო.

"სავარაუდოდ იმიტომ რომ ტვინი ამ დროს ნაკლებად აქტიურია"- განმარტა მედიკოსმა.

კვლევა 37-დან 73 წლამდე ასაკის 500 ათას ადამიანზე 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის დროსაც მათ ინტელექტისა და მეხსიერების შემოწმების მიზნით, სხვადასხვა ტესტი გაიარეს.

93 ათას ადამიანს ვინც მანქანას 2 სათზე მეტხანს ატარებდა, კვლევების დაწყების მომენტში, IQ-ს გაცილებით დაბალი დონე დაუფიქსირდა, რომელიც მომდევნო 5 წლის განმავლობაში პერმანენტულად ეცემოდა.

ექიმის განმარტებით, ინტელექტი მოწევასა და ცხოვრების არაჯანსაღ სტილთანაცაა დაკავშირებული.

myquiz