მეორე მსოფლიო ომის 97 წლის ამერიკელმა ვეტერანმა სკოლის დიპლომი აიღო | Allnews.Ge

მეორე მსოფლიო ომის 97 წლის ამერიკელმა ვეტერანმა სკოლის დიპლომი აიღო

მეორე მსოფლიო ომის 97 წლის ამერიკელმა ვეტერანმა სკოლის დიპლომი აიღო. ჩარლზ ლეუსის დიპლომი საზეიმო ვითარებაში, ოჯახის წევრებისა და ახლობლების თანდასწრებით გადაეცა.

"ძალიან კარგია, ამ მომენტს დიდი ხნის განმავლობაში ველოდი, და საბოლოოდ დიპლომი მივიღე"-აღნიშნა ომის ვეტერანმა.

ახალგაზრდობაში ის ოჯახის დახმარების მიზნით, იძულებული იყო სკოლისთავის თავი დაენებებინა, ჩარლზ ლეუსის თქმით, მას სკოლის ასაკიდანვე ამზადებდნენ ომში მონაწილეობის მისაღებად. მეორე მსოფლიო ომის დროინდელ მედლებსა და ჯილდოებს 97 წლის ვეტერანმა ახლა სკოლის დიპლომიც მიუმატა.

როდესაც ჩარლზს ჰკითხეს, აპირებდა თუ არა კოლეჯში სწავლის გაგრძელებას, მან ხუმრობით უპასუხა, -"რატომაც არა, სხვა არაფერი მაქვს გასაკეთებელი.

myquiz