ვაქცინაცია - რა რისკებს შეიცავს აცრა | Allnews.Ge

ვაქცინაცია - რა რისკებს შეიცავს აცრა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2016 წელს მსოფლიოში ყოველი მეათე ბავშვი აუცილებელი აცრის გარეშე დარჩა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ თითქმის 13-მა მილიონმა ბავშვმა ვერ მიიღო დიფტერიის, ტეტანუსისა და ყივანახველას კომბინირებული ვაქცინის პირველი დოზა. ექვს მილიონზე მეტი ბავშვი კი აცრის მეორე დოზის გარეშე დარჩა, რომელსაც სრული იმუნიზაცია უნდა უზრუნველეყო.

ორგანიზაციის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ბავშვების ყოველწლიური ვაქცინაციის დონე 2010 წლის შემდეგ არ შეცვლილა და 86%-ს შეადგენს. ყველაზე რთული ვითარება კი იმ ქვეყნებშია, რომლებიც ამ დროისთვის საომარ ვითარებაში იმყოფებიან.

იდეალური ვითარება არც ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაშია. ამ შემთხვევაში, მშობლები სულ უფრო ხშირად ამბობენ უარს ბავშვების აცრაზე, ვარაუდობენ რა, რომ აცრებს უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სარგებლის. არგუმენტად კი ვაქცინაციის შემდგომ გართულებებს ასახელებენ.

ვაქცინაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლის, იური გენდონის, განმარტებით, იმ შემთხვევაში, როდესაც მშობლები ბავშვების აცრაზე უარს ამბობენ, სპეციალისტების მხრიდან ყურადღება იმაზე უნდა გამახვილდეს, რა შეიძლება მოხდეს ბავშვების აცრების გარეშე დატოვების შემთხვევაში. იმაზეც, თუ რამდენად უმნიშვნელოა აცრის შემდგომი გართულებები დაავადებით გამოწვეულ გართულებებთან შედარებით.

სპეციალისტის განმარტებით, დღეს ვაქცინები, რომლებიც სხვადასხვა ინფექციური დაავადების 12-დან 14-მდე ანტიგენს შეიცავენ უკვე ლიცენზირებულია და ამერიკასა და ევროპის ბევრ ქვეყანაში იყიდება.

იური გენდონის თქმით, სწორი ვაქცინაციის შემთხვევაში ყველა ადამიანის დაცვა იქნება შესაძლებელი, მაგრამ ამისთვის მოსახლეობის 80% მაინც უნდა იყოს აცრილი.

კითხვაზე, ძალიან ხომ არ ტვირთავს ადამიანის ორგანიზმს ე.წ კომბინირებული ვაქცინები, რომლებიც 12-ზე მეტ ანტიგენს შეიცავენ, სპეციალისტმა უპასუხა, რომ უახლესმა დაკვირვებებმა, რომლებიც ადამიანების საკმაოდ დიდ რაოდენობაზე ჩატარდა, აჩვენა, რომ თუ მათ სწორად გამოვიყენებთ ეს ვაქცინები კარგ სამსახურს გაგვიწევს.

"ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ანტიგენის ხარისხს ენიჭება, ის ძალიან სუფთა უნდა იყოს. თუ ვაქცინა ცუდად არის მომზადებული, მაშინ ის ცილების დიდ რაოდენობას შეიცავს, სპეციფიკური საჭირო ცილების რაოდენობა კი ძალიან მცირეა. კომბინიორებული ვაქცინის გამოყენება უკვე დაიწყო, თუმცა ინფორაცია, რომ ისინი რაიმე გართულებულ უკუჩვენებებს იწვევენ ჯერ არ გავრცელებულა."- განმარტა იური გენდონმა.

ამასთანავე, სპეციალისტი გვაფრთხილებს, რომ კომბინირებული ვაქცინების უკუჩვენება შესაძლოა, ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ გამოიკვეთოს, თუმცა მისი თქმით, სულ უფრო მეტი დაავადების დასამარცხებლად საჭიროხდება აცრის გაკეთება.

იური გენდონის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შემუშავებულ ვაქცინებს დიდი ყურადღებით ამოწმებს, და ყველა ქვეყნისთვის თანაბრად კარგი ხარისხის ვაქცინის მიწოდებას უზრუნველყოფს. თანაც ამ ვაქცინების შემუსავება იმდენად ძვირი ჯდება რომ მხოლოდ ძალიან სერიოზულ და კარგ ლაბორატორიებს შეუძლიათ ამაზე მუშაობა.

myquiz