ხანგრძლივ სამუშაო კვირას არითმიის გამოწვევა შეუძლია | Allnews.Ge

ხანგრძლივ სამუშაო კვირას არითმიის გამოწვევა შეუძლია

უკანასკნელი კვლევის თანახმად, სამუშაო კვირის ხანგრძლივობა გულის მუშაობაზე ახდენს გავლენას. მოპოვებული მასალების გაანალიზების შედეგად ცხადი გახდა, რომ 55-საათიანი სამუშაო კვირის გადაჭარბების პერმანენტულ შემთხვევას მოციმციმე არითმიის გამოწვევა შეუძლია, რომელსაც, თავის მხრივ, ინსულტამდე მივყავართ.

კვლევის შედეგი ჟურნალ European Heart Journal-შია გამოქვეყნებული. მას მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი ატარებდა. მკვლევართა ჯგუფს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის წარმომადგენელი, მიკო კივიმაკი, ხელმძღვანელობდა.

მეცნიერებმა 85 ათასი დასაქმებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არსებული მონაცემები გაანალიზეს (კვლევაში მონაწილეთა საშუალო ასაკი 43,4 წელი იყო) არც ერთი მათგანი კვლევის დაწტყებამდე არითმიას არ უჩიოდა.

კვლევის ავტორებმა შეისწავლეს ცდაში მონაწილეთა ავადმყოფობის ისტორია და ელექტროკარდიოგრამის მონაცემები. მონაწილეებს, საშუალოდ, 10 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. დაკვირვების შედეგად, მათ მოციმციმე არითმიის 1000-ზე მეტი შემთხვევა დააფიქსირეს.

ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიც სქესი და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, გამოვიდა, რომ მათ შემთხვევაში, ვინც კვირაში 55 საათზე მეტს მუშაობდნენ არითმიის განვითარების შანსი 1,5-ჯერ მეტი იყო, ვიდრე მათ შემთხვევში, ვინც 35-40 საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

9-დან 10 შემთხვევაში მოციმციმე არითმია უვითარდებოდა მათ, ვისაც კვლევის დაწყებამდე გულ-სისძარღვთა არანაირი დაავადება არ აღენიშნებოდა. აქადან გამომდინარე, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ხანგრძლივი სამუშაო კვირა ამ დაავადების განვითაერებას უწყობს ხელს.

მკვლევარებმა ასევე განმარტეს, რომ სამსახურში მიღებული სტრესი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს იწვევს.

myquiz