რომელ ქვეყნებში ცხოვრობს ყველაზე აქტიური და ყველაზე ზარმაცი ხალხი | Allnews.Ge

რომელ ქვეყნებში ცხოვრობს ყველაზე აქტიური და ყველაზე ზარმაცი ხალხი

ყველა სმარტფონი იძლევა აქსელერომეტრის პროგრამის ჩაწერის საშუალებას, რომელიც დღის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯების რაოდენობას აფიქსირებს. ამერიკელმა მეცნიერებმა 700 ათასი ადამიანის სმარტფონის ანონიმური მონაცემების მოპოვება შეძლეს, რომლებსაც ეს პროგრამა ჰქონდათ ჩამოწერილი.

სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ამ მონაცემების ანალიზის შედეგად დაადგინეს, რომ საშუალოდ, დღე-ღამის განმავლობაში, ადამიანი 4961 ნაბიჯს დგამს. ამ მონაცემების გათვალისწინებით, მეცნიერებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ ფიზიკური აქტივობის მხრივ, პირველ ადგილზე ჰონკონგის მოსახლეობაა. იქ გადადგმული ნაბიჯების საშუალო მონაცემი 6880 ნაბიჯს შადგენს. ყველაზე ნაკლებად აქტიურნი კი ინდონეზიელები აღმოჩნდნენ, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაში სულ რაღაც 3551 ნაბიჯს დგამდნენ.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ეს მონაცემები შესაძლოა, ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლაში დაგვეხმაროს.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს:

- ჩინეთი - 6 189

 - იაპონია - 6 010

 - ესპანეთი - 5 936

 - ბრიტანეთი - 5 444

 - არაბეთის გაერთიანებული საამიროები - 4 516

 - ბრაზილია - 4 289

კვლევის შედეგები ჟურნალ Nature-შია გამოქვეყნებული. ავტორები განმარტავენ, რომ მონაცემები მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა, განსაკუთრებით, ადამიანის ჯანმრთელობისა და ფიზიკური აქტივობის ურთიერთმიმართებას შორის.

მაგალითისთვის აღმოჩნდა, რომ გადადგმული ნაბიჯების რაოდენობა არ მოქმედებს ჭარბ წონაზე, ამ მხრივ მნიშვნელოვან როლს აქტივობებს შორის არსებული "უფსკრული" ასრულებს. უკეთ რომ ავხსნათ, ისევე როგორც შემოსავლების დროს, რაც უფრო დიდია უთანასწორობა ხელფასებს შორის, მით უფრო დიდია ზღვარი მდიდრებსა და ღარიბებს შორის.

ახლა ნაბიჯებზე რომ გადავიდეთ, მაგალითად შვედეთს, ფიზიკური აქტივობის კუთხით, ყველაზე მცირე განსხვავება აქვს აქტიურ და პასიურ მოსახლეობას შორის, და ქვეყანაში ჭარბწონიანობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

რა უფრო მაღალია უთანასწორობის მონაცემები მით მეტია სიმსუქნის დონე და პირიქით. მკვლევარების თქმით, სწორედ ამ მიგნების საშუალებით, მეცნიერები შეძლებენ ახალი მიდგომების შემუშავებას, რაც მოსახლეობას ჭარბწონიანობისგან დაიხსნის.

იპოვეთ საქართველო

↓ ↓ ↓

myquiz