შტოში - C ვიტამინის ნამდვილი საბადო | Allnews.Ge

შტოში - C ვიტამინის ნამდვილი საბადო

შტოში საოცარი კენკრაა. ის ბუნებრივ ანტიბიოტიკად მიიჩნევა, მდიდარია ანტიოქსიდანტებით, გარდა ამისა, მასში უხვადაა ასკორბინის მჟავა - C ვიტამინი. ტრადიციულად შტოშს იყენებდნენ როგორც თავის ტკივილის საწინააღმდეგო საშუალებას მაღალი ტემპერატურის, აგრეთვე სურავანდის დროს. შტოშს მთელი წლის განმავლობაში მიირთმევენ: ცეცხლოვანი ფერის კენკრა და მისი სასარგებლო თვისებები თოვლის საფარქვეშ გაზაფხულამდე ძლებს.

შტოში ავიტამინოზის პროფილაქტიკის არაჩვეულებრივი საშუალებაა.

ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა შემცველობით ის ნამდვილი ჩემპიონია ველურ კენკროვანთა შორის. შტოშის ნაყოფი დიდი რაოდენობით შეიცავს პექტინს, B ჯგუფის ვიტამინებს (ისინი განამტკიცებენ ნერვულ სისტემას და დიდხანს უარჩუნებენ სილამაზეს კანსა და თმას), სასარგებლო მიკროელემენტებს: კალიუმს, იოდს, მაგნიუმს, - ფლავონოიდებისა და PP ვიტამინის მაღალი შემცველობის წყალობით კი ხელს უწყობს ასკორბინის მჟავას სრულ ათვისებას.

ცნობილია, რომ შტოში აძლიერებს ანტიბიოტიკების მოქმედებას, ამიტომ ის საუკეთესო დამატებითი სამკურნალო საშუალებაა ცისტიტის, ნეფრიტის, ქალური ანთებითი დაავადებების დროს. შტოში აფერხებს ბაქტერიების გამრავლებას, იცავს კბილებს კარიესისგან, ხოლო ღრძილებს - ანთებითი პროცესებისგან.

ამერიკელმა მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს სხვადასხვა ხილი ანტიოქსიდანტების შემცველობის თვალსაზრისით. აღმოჩნდა, რომ ფენოლის ჯგუფის ანტიოქსიდანტების შემცველობით შტოში ყველა სხვა ხილსა და ბოსტნეულს სჯობნის.

შტოში (100 გ) - 373 მლგ

მსხალი (საშუალო ზომის) - 317 მლგ

ყურძენი (შავი, 1/2 ჭიქა) - 296 მლგ

ვაშლი (საშუალო ზომის) - 256 მლგ

ალუბალი - 231 მლგ

მარწყვი (8 ცალი) - 195 მლგ

myquiz