სამსახურში თვლემა შრომისუნარიანობას ამაღლებს | Allnews.Ge

სამსახურში თვლემა შრომისუნარიანობას ამაღლებს

ყველა ჩვენგანს აქვს ისეთი მომენტები სამსახურში, როდესაც ორმაგი ექსპრესოს მიღების მიუხედავად, სხვა არაფერი გვსურს, გარდა საწოლში დაბრუნებისა.

ძილს თავს ვერ ვაღწევთ, იმიტომ რომ მთელი ღამე გართობაში გავატარეთ ან დილის აერობიკის შესასრულებლად ადრე ავდექით. ყოველ შემთხვევაში, დაძინების სურვილს თავს ვერანაირად ვერ ვაღწევთ.

ამ დროს, ყველაზე სასარგებლო, ალბათ, ჩათვლემა იქნებოდა. იაპონელებს საგანგებოდ ამ მოვლენის გამოსახატად ლექსიკონში სპეციალური სიტყვაც კი მოეძებნებათ - "ინემური".

სამწუხაროდ, სამუშაო ადგილების უმეტესობაში, რამდენიმე წუთით ჩათვლემა საქმიანობის აკრძალულ კატეგორიას განეკუთვნება. ამიტომ უმეტეს ჩვენგანს, ძალის მოკრება გვიწევს, რათა სამუშაო საათების დასრულებას დაველოდოთ.

Nature Neuroscience-ში გამოქვეყნებული უკანასკნელი კვლევა ცხადყოფს, რომ დღის განმავლობაში შრომისუნარიანობა ქვეითდება. ისინი, ვინც ნახევარი საათით ჩაძინებას შეძლებენ შრომისუნარიანობის დაქვეითების შეჩერებას ახერხებენ, ამიტომ ვინც ერთი საათით წაუძინებს სამუშაო მოტივაციასაც დაიბრუნებს.

კვლევის ავტორი, ექიმი მედნიკი, რომლის ნამუშევარს განეკუთვნება "წაუძინე! შეცვალე შენი ცხოვრება" განმარტავს, რომ თვლემის სხვადასხვა სახეობა განსხვავებულ სარგებელს გვთავაზობს. ექსპერტის განმარტებით, სარგებლობის თვალსაზრისით, თვლემას იგივე ძალა აქვს, რაც მთელი ღამის განმავლობაში ძილს.

20-60 წუთის განმავლობაში თვლემა მახსოვრობის გაუმჯობესებასა და სპეციფიკური დეტალების დამახსოვრებაში გვეხმარება.

myquiz