რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ატამი? | Allnews.Ge

რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ატამი?

ატამი ვარდისებრთა ოჯახის მცენარეა, რომლის სამშობლოდაც ჩინეთი მიიჩნევა. მის გვარში 6 სახეობაა. ატმის 5 ათასამდე კულტურული ჯიში არსებობს.

საქართველოს რაიონებში ატმის კულტურის გასავრცელებლად საუკეთესო პირობებია. ატმის ახალგაზრდა ნარგავიდან მოსავლის მიღება დარგვიდან სამ წელიწადშია შესაძლებელი. კარგ პირობებში ატამი უხვად ისხამს და ნარგავის მოვლის შემთხვევაში ნაყოფს ყოველწლიურად იძლევა.

მისი შემადგენლობის 7-12% შაქარია, 0,08%-1,02% - მჟავები, 0,5-1,2% - პექტინოვანი ნივთიერება. ატმის ზეთს (ოლეუმ პერსიცორუმ), რომელიც მისი თესლისგან მიიღება, მედიცინაში ნუშის ზეთის იაფ შემცვლელად იყენებენ. თესლი 55%-მდე უშრობ ცხიმს, ცილებს, ფერმენტ ემულსინს, გლიკოზიდ მიგდალინს, ეთერზეთებს, სტეროიდებს, სიტოსტერინს, ესტრონს, ესტრადიოლს და სხვა ნივთიერებებს შეიცავს. თუმცა, მისი ჭამა აკრძალულია.

ატამი მდიდარია კაროტინით, რომელიც აუმჯობესებს მხედველობას.

მისი უჯრედები არეგულირებს ნაწლავების მოქმედებას, A, C და B ჯგუფის ვიტამინები კი ამაღლებს იმუნიტეტს. ამიტომ, თუ ადვილად ცივდებით, მიირთვით ატამი. კალციუმი მაგნიუმთან და D ვიტამინთან ერთად ამაგრებს ძვლებს, ხოლო ხილის მჟავები ათეთრებს და აახალგაზრდავებს კანს. ატმის კომპოტი რეკომენდებულია ღვიძლის, თირკმლებისა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების დროს. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის და მსუქნებისთვის ატმის კომპოტს უშაქროდ ამზადებენ. გარდა ნაყოფისა, სამკურნალოდ გამოიყენება ატმის ფოთლები, ყვავილები და კურკა.

 ზაფხულის ხილი: რა უნდა ვიცოდეთ გარგარზე

myquiz