როგორ გავზარდოთ ვაშლის ხე თესლისგან | Allnews.Ge

როგორ გავზარდოთ ვაშლის ხე თესლისგან

ვაშლის ხის გაზრდა ყველა მებაღის სურვილია. იმისათვის, რომ ვაშლის ხე გამოზარდოთ, დაგჭირდებათ: ვაშლი, კომპოსტი, ყუთი ან ქოთანი, ქაღალდის ხელსახოცი, პლასტიკატის პაკეტი და დანა.

ვაშლი შუაზე გაჭერით, ამოაცალეთ თესლები, კარგად გარეცხეთ და სამი დღით წყალში გააჩერეთ, წყალი ყოველდღე უცვალეთ.

შემდეგი ეტაპი: კურკები ნამიანი ქაღალდის ხელსახოცში გაახვიეთ, პოლიეთილენის პაკეტში მოათავსეთ და მაცივარში შეინახეთ. ასეთ მდგომარეობაში, დაახლოებით, 1 თვე უნდა გააჩეროთ. დროდადრო შეამოწმეთ, თუ ქაღალდი გამშრალია, ისევ დაასველეთ.

როგორც კი თესლები ფესვს გამოიღებს, მათი დარგვა შეგიძლიათ. ყუთის ან ქოთნის ძირზე კენჭები დაყარეთ, შემდეგ კოპოსტიანი მიწა, დარგეთ გაღვივებული თესლები და კარგად განათებულ ადგილას გააჩერეთ.

მალე რამდენიმე ღერო ამოვა, თუმცა, დასარგავად ყველა არ გამოგადგებათ. თქვენ გამძლე, სიმეტრიულ და ფართოფოთლიანი ნერგი უნდა შეარჩიოთ, სუსტები კი გადაყაროთ.

შედეგიც არ დააყოვნებს.

 

myquiz