აფრიკული ლომი გადაშენების საფრთხის წინაშეა | Allnews.Ge

აფრიკული ლომი გადაშენების საფრთხის წინაშეა

აფრიკული ლომი და ლეოპარდის ერთ-ერთი სახეობა გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. სუსექსის უნივერსიტეტის ზოოლოგების კვლევის თანახმად, ამის მიზეზი იმ ცხოველების რაოდენობის მკვეთრი კლებაა, რომლებზეც ისინი ნადირობენ. კვლევის შედეგები ჟურნალ Ecography-ზე გამოქვეყნდა.

ექსპერტების განმარტებით, საკვების უკმარისობის გამო, კატისებრთა ოჯახის შვიდი სახეობის გადაშენების პრეცედენტი უკვე დაფიქსირებულია.

ექიმ კრის სანდომის თქმით, განსახლების არეალისა და ჩვეული ეკოსისტემის პერმანენტული განადგურეც შეინიშნება, რაც საკვების გაქრობის პარალელურად მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.

"ეს მხოლოდ ამძაფრებს ზეწოლას ამ მტაცებლებზე, არადა ისინი ადაიანებთან არსებული სხვა კონფლიქტის შედეგებითაც იტანჯებიან"-აღნიშნა ექსპერტმა.

დასკვნა, რომლამდეც მეცნიერები მივიდნენ, აქტუალურია ავაზისა და ვეფხვის ზოგიერთი სახეობის შემთხვევაშიც.

myquiz