მეცნიერებმა 1,55 მეტრის სიგრძის ჭიაყელა იპოვეს | Allnews.Ge

მეცნიერებმა 1,55 მეტრის სიგრძის ჭიაყელა იპოვეს

ფილიპინებში Teredinidae-ის ოჯახის წარმომადგენელი, გიგანტური ჭიაყელა იპოვეს. მისი არსებობის შესახებ უკვე მრავალი წელია ცნობილია, თუმცა ნიმუში ამ დრომდე არ არსებობდა.

ქმნილება, რომლის სიგრძე 1,55 მეტრს აღწევს, დიამეტრი კი 6 სანტიმეტრს შეადგენს, ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალშია აღწერილი. არსებული ცნობით, ჭიაყელა მთელ ცხოვრებას საკუთარ მკვრივ გარსში, ზღვის ფსკერზე ატარებს და მიწაში იმდენად ღრმად არის ჩაფლული, რომ ზედაპირზე, მხოლოდ ორი საცეცი უჩანს და იმასაც სუნთქვისთვის იყენებს.

არსება, რომელსაც ჭიაყელას ეძახიან, სინამდვილეში მოლუსკია, თუმცა ჭიაყელისთვის დამახასიათებელი ფორმა და ლორწოვანი ზედაპირი აქვს.

გიგანტური ჭიაყელის დასაჭერად ორგანიზებულ ექსპედიციაში, რამდენიმე ქვეყნის მეცნიერები იღებდნენ მონაწილეობას. Kuphus polythamia ზღვის ფსკერზე, სილაში მცხოვრები სხვა ორგანიზმებით იკვებება, თუმცა, საკუთარ საჭმლის მომნელებელ სისტემას, საკვების ათვისებაში ფაქტობრივად არ იყენებს. სისტემის დიდი ნაწილი ატროფირებულია, საკვების გადამუშავება კი მოლუსკში მცხოვრები ბაქტერიების პრეროგატივაა.

myquiz