BBC-ის გადამღებმა ჯგუფმა ვულკანის ამოფრქვევა დააფიქსირა | Allnews.Ge

BBC-ის გადამღებმა ჯგუფმა ვულკანის ამოფრქვევა დააფიქსირა

ვულკან ეტნას ამოფრქვევის შედეგად, 10 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის ტურისტები და BBC-ის გადამღები ჯგუფიც იყო. 6 დაზარალებული ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი. "ბიბისი"-ს სამეცნიერო კორესპოდენტმა რებეკა მორელამ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაპოსტა, რომ მთიდან ლავა მოედინებოდა, რომელსაც ცხელი ორთქლი ასდიოდა, რაც აფეთქებებს იწვავდა.

მორელას ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, გასროლილი ქვები ახლოს მყოფ ადამიანებს საფრთხეს უქმნიდა.

კორესპოდენტის განმარტებით, ამის შედეგად ბევრი ადამიანი დაშავდა, თუმცა საბოლოო ჯამში არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ერთ-ერთი ვულკანოლოგის განმარტებით, ეს ყველაზე საშიში ამოფრქვევა იყო, მისი 30-წლიანი კარიერის განმავლობაში.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურმა ვულკანმა ამოფრქვევა მიმდინარე წელს დაიწყო.

 

myquiz