ძილის დროს ადამიანის ტვინი სულაც არ ისვენებს - 8 მითი ძილის შესახებ | Allnews.Ge

ძილის დროს ადამიანის ტვინი სულაც არ ისვენებს - 8 მითი ძილის შესახებ

ადამიანი ძილში ცხოვრების მესამედს ატარებს. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ ძილის შესახებ ამდენი მითი არსებობს. Allnews.ge ძილის შესახებ  ყველაზე გავრცელებულ მითებს წარმოგიდგენთ.

მითი №1: ძილის დროს ტვინი ისვენებს

სინამდვილეში ტვინი ისეთივე დატვირთვით მუშაობს: ის მომხდარ მოვლენებს აანალიზებს, შიდა ორგანოების მდგომარეობას ამოწმებს და მომავალში მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარებს ადგენს. ამგვარად, ისვენებს მხოლოდ კუნთები, მაგრამ ძილის დანიშნულება კუნთების დასვენება კი არა, ტვინისთვის ზუსტად ზემოხსენებული სამუშაოს ჩატარების შესაძლებლობის მიცემაა.

მითი №2: ადამიანები გრძნეულ სიზმრებს ნახულობენ

პროფესორების თქმით, ეს სრული სიცრუეა. სიზმარში ადამიანი შესაძლო სცენარებს ხედავს, რომლებსაც ტვინი ქმნის. სცენარების უმეტესობას ადამიანი მალევე ივიწყებს. იქნება თუ არა სიზმარი გრძნეული, მხოლოდ ადამიანის ანალიტიკურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ვიღაც დეტექტივის კითხვის პირველივე გვერდზე ხვდება, თუ ვინ არის მკვლელი, ვიღაცას კი წიგნის ბოლომდე წაკითხვა სჭირდება.

მითი №3: არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არასრდოს სძინავთ

როგორც ამბობენ, ასეთი ადამიანები მრავლად გვხდებიან იოგებს შორის. მაგრამ მეცნიერებისთვის არცერთი მსგავსი შემთხვევა არაა ცნობილი.

მითი №4: ქალებს მამაკაცებზე მეტხანს სძინავთ

"ამ თემაზე უამრავი კვლევა ჩატარდა, - ამბობს სომნოლოგი იაკოვ ლევინი - ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალებს ნამდვილად 15-20 წუთით მეტი სძინავთ. სხვა კვლევებმა კი დიამეტრალურად საწინააღმდეგო შედეგი აჩვენა: უფრო მეტი მამაკაცებს უფრო დიდხანს ეძინათ და აქაც სხვაობა 15-20 წუთს შეადგენდა. საბოლოოდ, მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ ქალებს და მამაკაცებს თანაბრად სძინავთ. მაგრამ ქალები და მამაკაცები განსხვავებულად აფასებენ ამ ძილს. მამაკაცი ხშირად გრძნობს, რომ მას კარგად ეძინა, ქალი კი საწინააღმდეგოს ამბობს. კვლევები კი აჩვენებს, რომ მათი ძილის ხარისხი დაახლოებით ერთნაირი იყო.

მითი №5: მთვარეულები სიზმარში დადიან

ამბობენ, რომ მთვარეულებს სიზმარში პიანინოზე დაკვრა ან კარის ნაცვლად ფანჯარაში გასვლა შეუძლიათ, ზოგიერთი მთვარეული კი სიზმარში სექსით კავდება, რის შემდეგაც უარს ამბობს შეუცნობელ მდგომარეობაში ჩასახული ბავშვების აღიარებაზე. ამას მეცნიერებიც აღიარებენ, მაგრამ ძილში სიარული - საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. მთვარეულების უმეტესობა სიზმარში არსად დადიან - ისინი უბრალოდ ჯდებიან ლოგინზე და შემდეგ ისევ წვებიან უკან.

მითი №6: ადამიანი უძილობის მეხუთე დღე-ღამეს კვდება

მართალია, რომ თუკი ცხოველს, მაგალითად - ვირთხას, ძილის საშუალებას არ მისცემ, მეხუთე-მეექვსე დღე-ღამეს ის მოკვდება. მაგრამ ადამიანს ეს არ ეხება. მეხუთე დღე-ღამეს ადამიანი გახელილი თვალებით დაიძინებს. სომნოლოგების თქმით, თუკი ასეთ ადამიანს ძილში ხელს შევუშლით და გავაღვიძებთ - ის ივლის, ილაპარაკებს, ჩვენს კითხვებს უპასუხებს, შეასრულებს გარკვეულ სამუშაოს, მაგრამ ამ ყველაფერს ძილში გააკეთებს. გაღვიძების შემდეგ მას, ისევე როგორც მთვარეულს, აბსოლუტურად არაფერი ემახსოვრება.

მითი №7: 8-საათიანი ძილი ყველასთვის არის აუცილებელი

თანამედროვე მეცნიერების აზრით, ადამიანებში ძილის მოთხოვნილება  ინდივიდუალურია და გენეტიკაზეა დამოკიდებული. ადამიანთა უმეტესობას ძალების აღსადგენად, ნამდვილად, 7-8 საათი სჭირდება. მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც მეტ ან ნაკლებ საათს უნდა ეძინოთ.

როგორ დავადგინოთ საკუთარი მოთხოვნილება ძილისადმი? ყველაზე ზუსტი მეთოდი ე.წ. ბუნკერული კვლევებია, როდესაც ადამიანი ორი კვირით გარე სამყაროსთან მოწყვეტილ სივრცეში თავსდება, რათა მისი ორგანიზმი საკუთარ შიდა საათზე გადაეწყოს. რეალურ ცხოვრებაში კი საკმარისია ვნახოთ, რამდენი საათს გვძინავს შვებულების მეორე კვირას, როდესაც ადრე ადგომა არაა აუცილებელი.

მითი №8: შაბათ-კვირას კარგად გამოძინება შეიძლება

სინამდვილეში ძილის ზედმეტი საათი უფრო ვნებს ადამიანს, ვიდრე სიკეთე მოაქვს. თუ ადამიანს ძალიან ცოტა ხანს ძინავს, ეს, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ გრაფიკის დარღვევა ბევრად უარესია. წინასწარ გამოძინება, ისევე როგორც საკვებით წინასწარ დანაყრება შეუძლებელია. მიღებულ მუხტს ორგანიზმი პირველივე კვირას დახარჯავს - თქვენ უბრალოდ ჩვეულზე გვიან დაიძინებთ.

myquiz