მეცნიერებმა მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს | Allnews.Ge

მეცნიერებმა მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს

კოღო ჯერ კიდევ ითვლება მალარიის გავრცელების უპირველეს საშუალებად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მალარიით ყოველწლიურად 124-დან 283 მილიონამდე ადამიანი ავადდება, მათგან 755 ათასი ადამიანი კი ამ დაავადების მსხვერპლი ხდება. ამ დრომდე მეცნიერთა 20-წლიანი მცდელობა, დაემარხებინათ მალარია, მათ შორის, მისი გადამტანების განადგურების გზით, უშედეგო აღმოჩნდა.

მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ, მხოლოდ ახლა, მკვლევარების მიერ შექმნილმა ვაქცინამ პირველი კლინიკური ცდა წარმატებით გაიარა. მის მიერ გამოვლენილი ეფექტურობა 100%-ს უახლოვდება.

სამედიცინო გარღვევა გერმანიის ტუბინგენის უნივერსიტეტის მკვლევარებს ეკუთვნის, რომელიც მათ კომპანია Sanaria Inc-ის სპეციალისტების თანამონაწილეობით განახორციელეს.

მიუხედავად იმისა, რომ მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინის ალტერნატივებზე სხვა მეცნიერებიც მუშაობენ, გერმანელების მიერ შემუშავებული პრეპარატი ამ დროისთვის ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა.

მკვლევარებმა ვაქცინა 67 შემთხვევაში გამოსცადეს და აღნიშნეს, რომ მაღალი ეფექტურობის პარალელურად არ გამოვლინდა არანაირი გვერდითი მოვლენა. მეცნიერები მიღწეული შედეგებით კმაყოფილები არიან და დარწმუნებულები, რომ პრეპარატი რამდენიმე წელში ექიმების სამსახურში ჩადგება.

myquiz