სიტყვები, რომლებსაც საქართველოში ინტერნეტით ყველაზე ხშირად ეძებენ | Allnews.Ge

სიტყვები, რომლებსაც საქართველოში ინტერნეტით ყველაზე ხშირად ეძებენ

Google-ის საძიებო სისტემა და Youtube-ის მულტიფუნქციური პლატფორმა, ბევრ ჩვენგანს უადვილებს ცხოვრებას.

მაშ ასე, Allnews.ge გთავაზობთ იმ საძიებო სიტყვებს, რომლებსაც ქართველი მომხმარებლები ყველაზე ხშირად იყენებენ.

საიტების ძიებაში, ალბათ გასაკვირი არ არის, რომ Facebook და Youtube ლიდერობს.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ქართველ მომხმარებლები აზარტული თამაშების ვებ-გვერდებსაც ხშირად ეძებენ და აქტიურად ეცნობიან ამინდს. ტოპ ათეულში ასევე შედის odnoklassniki.ru, google, translate და თამაშები. რაც შეეხება ფოტოებს, ყველაზე ხშირად საქართველოში BWM-ის მარკის ავტომობილის ფოტოებს ეძებენ.

რიგით მეორე ადგილი, ქალების ფოტოებს უკავია, სადაც შორენა ბეგაშვილი და კიმ კარდაშიანი ლიდერობენ.

ამასთან, მომხმარებლები ხშირად ეძებენ სექსუალური ხასიათის სურათებსაც. გარდა ამისა, ინტერნეტის მომხამრებლები ტატუების, კაბებისა და ეკრანის ფოტოებითაც ხშირად ინტერესდებიან.

ქართველი მომხმარებლები Youtube-ზე კი ყველაზე ხშირად მაშას (Маша и Медведь) ეძებენ. მეორე და მესამე ადგილებს კარაოკე და სიმღერის ტექსტებიანი ვიდეოები იკავებს. ლიდერობს პოლიტიკური და გასართობი შინაარსის ვიდეოებიც.

რაც შეეხება უფრო კონკრეტულად, იმ არტისტებსა და სიმღერებს, რომლებსაც ქართველი ინტერნეტ მომხმარებლები ეძებენ, მათ შორის ლიდერობს Rihanna, Eminem, Pink, Adele, Beyonce, Coldplay და სხვა. ამასთან, ეძებენ, კომედი შოუს ვიდეოებს, "უბრალოდ ცეკვას" ან "მუსიკას".

საინფორმაციო საშუალებებს შორის პირველი ადგილი IPN-ს უკავია, მას მოსდევს მაესტრო და რუსთავი 2. ქართულ ინტერნეტ სივრცეში, დიდი პოპულარობით დასაქმების საიტებიც სარგებლობს.

წყარო

 

ნარიტა ჩხაიძე

myquiz