მსოფლიოს ყველაზე სიმპათიური ლიდერები - იხილეთ ფოტოები | Allnews.Ge

მსოფლიოს ყველაზე სიმპათიური ლიდერები - იხილეთ ფოტოები

ქვეყნის პირელი პირების არჩევისას პირველ რიგში მისი გამოცდილებით, კვალიფიკაციით, მსოფლმხედველობითა და სამომავლო გეგმებით ანუ ე.წ საარჩევნო პროგრამით ვხელმძღვანელობთ. ცოტა ადამიანი თუ გამოჩნდაება ვინც ქვეყნის ლიდერს ხმას მისი გარეგნობის გამო მისცემს. ამის მიუხედავად, მაინც შეიძლება იმ ქვეყნების გამორჩევა, რომლებსაც ყველაზე სიმპათიური მამაკაცები მართავენ.

1. ჯასტინ ტრიუდო - კანადის პრემიერ-მინისტრი

მთავრობის 43 წლის მეთაური კინოვარსკვლავივით უფრო გამოიყურება ვიდრე პოლიტიკოსივით. ის ყველაზე სიმპათიური მამაკაცი ლიდერების ჩარტის პირველ ადგილს ხშირად იკავებს.

2. ენრიკე პენია ნიეტო - მექსიკის პრეზიდენტი

ენრიკე მექსიკის 57-ე პრეზიდენტად 2012 წლის პირველ იანვარს აირჩიეს. მექსიკის პირველ პირს მოსახლეობის 39%-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. ის კი ქვეყნის რთული მდგომარეობიდან ამოყვანას ენთუზიაზმით შეუდგა.

3. ბორუტ პაჰორი - სლოვენიის პრეზიდენტი

შესაძლოა, სლოვენიის პრეზიდენტს საქართველოსა და ასევე მრავალი სხვა ქვეყნის მოსახლეობა არ იცნობდეს, თუმცა მისი თვალების დანახვა საკმარისია, რომ მისი სახე სამუდამოდ დაგამახსოვრდეთ.

4. ფილიპე VI - ესპანეთის მეფე

ბევრმა გამოცემამ ის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მამაკაცად აღიარა, შესაძლოა იმიტომ რომ თავისი რანგისა და წარმომავლობის მიუხედავად, მან ცოლად დაბალი სოციალური სტატუსის მქონე ჟურნალისტი, ლეტისია შეირთო.

5. ალექსის ციპრასი - საბერძნეთის პრემიერ - მინისტრი

ციპრასს ხშირად მისი ქარიზმატულობის წყალობით გამოარჩევენ. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, მოსახლეობა მას ნდობას მაინც უცხადებს, მის სიმპათიურობაზე არც კი დაობენ.

6. ბარაკ ობამა - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი

აუტსაიდერობიდან პრეზიდენტობამდე - ასე აღწერენ მის გზას სენატიდან პრეზიდენტის თანამდებობამდე. ბევრი მას თავისუფალი სამყაროს ლიდერის სტატუსით იცნობს. მიუხედავად იმისა, რომ მან ქვეყნის პირველი პირის პოზიცია, დემოკრატიული გზით სულ რამდენიმე კვირის წინ, რესპუბლიკური პარტიის პრეზისდენტობის კანდიდატს გადააბარა, მისთვის შარმი და მომხიბვლელობა არავის წაურთმევია.

7. მარკ რუტე - ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი

ნიდერლანდების 50-ე პრემიერ-მინისტრის მოვალეობას 2010 წლიდან ასრულებს და ჯერ დაოჯახებული არ არის.

8. ჯიგმე ხესარ ნამგილ ვანგჩუკი - ბუტანის მეფე

შესაძლოა მისი სახელის წარმოთქმა გაგიჭირდეთ, მაგრამ მის დავიწყებას ვერ შეძლებთ. ვანგჩუკების სიმპატიურმა შთამომავალმა, სამეფო გვირგვინი 2006 წელს მოირგო.

9. ჟოვენელ მოიზი - ჰაიტის პრეზიდენტი

ჟოვენელ მოიზი ჰაიტის ახლადარჩეული პრეზიდენტია, აღნიშნული მანდატი მან 2016 წლის ნოემბერში მოიპოვა და ჯერ ყველაფერი წინ აქვს.

10. მანუელ ვალსი - საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრის თანამდებობა საპრეზიდენტო არჩევნებში ბრძოლისთვის დატოვა. თუმცა, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით,  სოციალისტური პარტიის პრაიმერიზი წააგო. სანაცვლოდ, ყველაზე სიმპათიური ლიდერის სტატუსი შეინარჩუნა, პრეზიდენტობისთვის ბრძოლას სხვა დროსაც შეძლებს.

myquiz