რამდენ ხანს შეიძლება თევზის, ხორცის, ყველის და ხილის შენახვა მაცივარში? | Allnews.Ge

რამდენ ხანს შეიძლება თევზის, ხორცის, ყველის და ხილის შენახვა მაცივარში?

მაცივარში პროდუქტების შენახვას თავისი ვადები აქვს. მაგალითად, თევზის შენახვის ვადა 24 საათია. უმი ხორცის ან ფრინველის შენახვა მაქსიმუმ 2-3 დღეს შეიძლება. შებოლილი ორაგული თავისუფლად ძლებს 2 კვირა, სოსისი 3 დღე, ბეკონი 1 კვირა, ლორი 2 დღე. უკურკო რბილი ხილი შეიძლება 1-2 დღე შევინახოთ, ხოლო მსხვილკურკიანი 3-დან 7 დღემდე. რძე ინახება 4-5 დღის განმავლობაში, ყველი და კვერცხი მშვიდად შეგვიძლია 1 კვირა დავდოთ.

როგორც დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლები ამბობენ, არც ვაკუუმ-შეფუთვაა პროდუქტების უსაფრთხოების გარანტია, რადგანაც ამ პიროებებში შეიძლება გამოჩნდეს სასიკვდილო საშიშროების მქონე ბაქტერიები.

დანიელმა სპეციალისტებმა გამოარკვიეს, რომ ჟანგბადის არარსებობის პირობებში პათოგენი Listeria monocytogens -შეიძლება განსაკუთრებით აგრესიული გახდეს. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას ის აქტიურ შეტევაზე გადადის. მეცნიერების აზრით, ამ თავალსაზრისით საშიშია რძე, ნაყინი, ყველი, ხორცი, ნახევარფაბრიკატები, თევზი და ბოსტნეული. ისინი გვირჩევენ მოვერიდოთ ვაკუუმ-შეფუთვაში შენახულ პროდუქტებს.

ლალი ჩხიკვაძე

myquiz