8 რჩევა თუ როგორ შევიჩეროთ თმის ცვენა ოჯახურ პირობებში | Allnews.Ge

8 რჩევა თუ როგორ შევიჩეროთ თმის ცვენა ოჯახურ პირობებში

ხანდახან თმის ცვენას მაშინაც ვერ ვაჩერებთ, როცა ძვირადღირებულ შამპუნებს, ნიღბებსა და თავის მოვლის სხვა საშუალებებს ვიყენებთ.

თუ მსგავსი პრობლემის წინაშე დგახართ, Times of India-ს მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს მიმართეთ:

1. ცხელი ზეთის მასაჟი

გააცხელეთ ქოქოსის ან ნუშის ზეთი და ნელი მასაჟით შეიზილეთ თმის ძირებში. ის სისხლის მომოქცევას გაზრდის და თმის ძირებს გააძლიერებს.

2. ხახვის წვენი

გოგირდის შემცველობის გამო ხახვის წვენი თმის ცვენას აჩერებს და სისხლის მიმოქცევას უწყობს ხელს. ანტიბაქტერიული თვისებების გამო კი კლავს მიკრობებს, რომელთაც შესაძლოა, თმის ცვენა გამოიწვიონ.

3. ჭარხლის წვენი

ეს მაგალითი გვიჩვენებს, რომ თავის მოვლის ბევრი საშუალება სამზარეულოშია, ამიტომ ხშირად მიიღეთ ჭარხლის წვენი, რომელიც თმისთვის სასარგებლო ბევრ ვიტამინს შეიცავს.

4. მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი ხელს თმის სტრუქტურის გაუმჯობესებას უწყობს. ის ზრდის მეტაბოლიზმს, შესაბამისად თმაც სიგრძეში უფრო სწრაფად იმატებს. რეგულარულად მიიღეთ მწვანე ჩაი და შედეგით თავადაც ისიამოვნებთ!

5. მედიტაცია

დაიმახსოვრეთ, რომ სტრესი ყველაფრის გამომწვევი შეიძლება იყოს, მათ შორის, თმის ცვენის, ამიტომ ყოველდღიურად სცადეთ მედიტაცია.

6. ინდური ხურტკმელი (ამლა)

ეს ინდური პროდუქტი ვიტამინ C-ს ნამდვილი საბადოა, რომელიც თმის სტრუქტურას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

7. თმის ნატურალური ნიღაბი

თმის ნიღბები სხვადასხვა ინგრედიენტისგან შედგება, რომელთა შორისაც ქიმიური ნაერთები არ უნდა იყოს! უკეთესია, თმის ნიღბები სახლის პირობებში ნატურალური ინგრედიენტებით, ბანანით, ქოქოსის ზეთით, ზეითუნის ზეთითა და თაფლით გააკეთოთ, რაც თმის ცვენის კონტროლში დაგეხმარებათ.

8. ინდური მცენარე ნიმის ფოთლები

ნიმის ფოთლები ჯერ მოხარშეთ, შემდეგ დაფქვით და აურიეთ იქამდე, სანამ პასტას ტიპის არ გახდება. თმის შამპუნით დაბანის შემდეგ, მიღებული მასა თმის ძირებში შეიზილეთ, 30 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ.

ეს პროცედურა კვირაში ორჯერ გაიმეორეთ.

myquiz