წელს სავარაუდოდ უხვთოვლიანი ზამთარი იქნება | Allnews.Ge

წელს სავარაუდოდ უხვთოვლიანი ზამთარი იქნება

აღმოსავლეთ ევროპაში ზამთარი ნაადრევად დაიწყო. დაბალი ტემპერატურა განსაკუთრებით, ბალტიის ზღვის ქვეყნებში: ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში, რუსეთში და კავკასიის სამხრეთით აღინიშნება.

ოქტომბრის დასასრულსა და ნოემბრის დასაწყისში ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა დაფიქსირდა აღმოსავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთი აზიაში, სადაც აქტიურად გავრცელდა ჰაერის ცივი მასები.

მაგალითისთვის, რუსეთის ევროპულ ნაწილში, ნოემბრის დასაწყისის საშუალო ტემპერატურა ძირითადად, -5ºC-ია, მაშინ როცა წელს ტემპერატურა -5ºC-დან -15ºC-მდე მერყეობდა და ყინვები უკვე 26 ოქტომბრიდან დაიწყო.

წელს ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე ცივი ზამთარი იქნება

საფრანგეთის მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში განსაკუთრებული სიცივე იქნება.

ამ ყველაფერს თან ერთვის არქტიკული ჰაერის მასები, რომლებიც უხვთოვლიან ზამთარს გვიქადის.

 

myquiz