რატომ ბრუნავს მოდა? | Allnews.Ge

რატომ ბრუნავს მოდა?

ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია", - ეს გამონათქვამი შესანიშნავად აღწერს მოდური ტენდენციების ციკლს. სტილი, რომელიც ოდესღაც თანამედროვედ და გაბედულად მიიჩნეოდა, დროსთან ერთად ძველდება, მაგრამ ათეულობით წლის შემდეგ ისევ ხდება მისი აღდგენა და გაცოცხლება.

ეს ხდება 15-20 წელში ერთხელ და ყოველთვის სხვადასხვა გზით, მაგრამ, როგორც წესი, განახლება მაინც ერთი კონკრეტული ეპოქითაა ხოლმე შთაგონებული. მთავარი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ სტილი უნდა შეიცვალოს ისე, რომ შეესაბამებოდეს თანამედროვეობას და არ იყოს ძველის ზუსტი კოპირება. დიზაინერები ცდილობენ, იპოვონ სწორი გზა იმის, თუ როგორ შემოგვთავაზონ განახლებული ვერსიები და "ძველი, ახალი" ტენდენციები სწორი ფორმით დანერგონ დღევანდელი მოდის სამყაროში.

რა არის სტილის უპირატესობა?

სტილის გაგება უსაზღვროა და დამოკიდებულია გემოვნების ვარიაციაზე. როდესაც დიზაინერები განახლებაზე და სტილის შეცვლაზე იწყებენ ფიქრს, შთაგონებისთვის რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე სხვენი, სადაც წინაპრების გადანახული ნივთები გვეგულება.

ხშირად მოგვისმენია ფრაზა "ახალი სტილი", მაგრამ, დარწმუნებული ხართ, მის ინოვაციურობაში?

რადგან თუ კარგად გამოვიკვლევთ, აუცილებლად ვიპოვით, მის ისტორიულ ანარეკლს. შთაგონების მთავარი წყარო ხომ სწორედ სიძველეშია, რის გამოც დიზაინერები ხშირად სტუმრობენ მუზეუმებსა და არქივებს...

გასული საუკუნის 90-იან წლებამდე ათწლეულების განმავლობაში, მოდის ძირითადი მიმართულება მინიმალიზმი იყო, ანუ მაღალწელიანი და მოკლე ქვედაბოლოები, შორტები, ტოპები... 90-იანების მოდამ კი ამ მზრუნველობამოკლებულ სტილს ახალი საფეხური შესთავაზა.

დიზაინერებმა, მათ შორის: მარკ ჯაკობსმა და ალექსანდრე მაქ ქვინმა შთაგონების ახალი საწყისი შემოიტანეს ქუჩებში და განსხვავებული სტილის მოდელები დანერგეს. ნოვატორთა შორის იყო დოგ მარტინესი, რომელიც პირდაპირ შეყვარებული იყო მსუბუქი ქსოვილების წვრილბრეტელიან კაბებზე, რომელიც მეტ ქალურობას და სექსუალურობას მატებდა.

ქეით მოსის სტილი - თავისუფალის, კლასიკურის და სექსუალურის გასაოცარი შეხამებაა. ფართო ჯინსები და კლასიკური პიჯაკი - მსგავსი ჩაცმულობა დღესაც ხშირად გვხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

სტილი მიიჩნევა "გამართლებულად", თუ ის ხანგძლივი დროით რჩება და რაც მთავარია უნდა იყოს კომფორტული და სასიამოვნო.

ჯინსი მოდის ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი ტენდენციაა.

მაშინაც კი, როდესაც ადამიანები ვერ ერკვევიან მოდის ინდუსტრიაში, ტანისამოსის მორგებისას ის ყველაზე უსაფრთხო არჩევანია და ყოველთვის ინარჩუნებს წამყვან როლს, ამიტომ დიზაინერები მის მრავალფეროვან ვარიაციებს გვთავაზობენ.

90-იანი წლების მოდის აღორძინება 2016 წელს მოხდა. უამრავი სტილი და ტენდენცია, რომელიც პოპულარული იყო ადრეულ პერიოდში, ასეთივე წარმატებულია დღესაც. მაღალწელიანი ქვედაბოლო, მაისურზე ზემოდან გადაცმული წვრილბრეტელიანი "სარაფანი", კისერზე მომდგარი

ყელსაბამი, დიდი რგოლის საყურე, მუქი ფერის ტუჩსაცხები - ამ ყველაფერს ყოვედღიურობაში დღესაც ვხვდებით. წაიკითხეთ გაგრძელება

myquiz