რაში ხარჯავენ პლანეტის უმდიდრესი ადამიანები ფულის დიდ ნაწილს | Allnews.Ge

რაში ხარჯავენ პლანეტის უმდიდრესი ადამიანები ფულის დიდ ნაწილს

2015 წელს მილიარდერების რაოდენობა 6,4%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოს 2 473 მილიარდერი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ მილიარდერები მსოფლიო მოსახლეობის უმცირეს ნაწილს შეადგენენ ანუ ყოველ 2,95 მილიონ ადამიანზე ერთი მილიარდერი მოდის, გლობალურ ეკონომიკაზე მათი გავლენა მაინც მასშტაბუარია.

ისინი მოგზაურობენ ბიზნესისა და სიამოვნებისთვის

მილიარდერებისთვის მოგზაურობა მეორე საყვარელი საქმიანობაა, რა თქმა უნდა, ფილანთროპიის შემდეგ. მილიარდერების რაოდენობით პირველ ადგილზე ნიუ იორკია, აქ 97 მილიარდერი ცხოვრობს, მეორე ადგილზეა ჰონ კონგში - 79 მილიარდერით, ხოლო მესამეზე მოსკოვი 74 ულტრა მდიდარი ადამიანით.

2016 წლის მილიარდერთა სოციალური კალენდარი, 43 სახეობის აქტივობას აერთიანებს, რომელიც პლანეტის ულტრა მდიდარ ადამიანებს იზიდავს. წვეულებები ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალიდან იწყება, მონაკოს იახტ-შოუთი გრძელდება, სინგაპურის გრან პრით სრულდება და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს ერთმანეთთან შეხვედრის საშუალებას აძლევს.

მათ ფუფუნების საგნები იზიდავთ

პლანეტის უმდიდრესი ადამიანები ფულს სიამოვნებით იხდიან ფუფუნების ისეთ ნივთებში, როგორიც ხელოვნების ნიმუშები, ღვინო და ავტომობილებია. ისინი ზოგადად ფულს არ ზოგავენ ნივთებში, რომლებიც საკოლექციოდ გამოდგება.

გარდა ამ შენაძენების საინვესტიციო ღირებულებისა, მილიარდერებს სიამოვნებას ანიჭებს კულტურული გავლენა და მაღალი ღირებულების მქონე ნივთების შეფასების, დაცვისა და შენახვის შესაძლებლობა.

მილიარდერებს პოლიტიკურ კამპანიებში ინვესტირება სჩვევიათ

მილიარდერებს პოოლიტიკური კამპანიების დაფინანსების საქმეში წამყვანი როლი ენიჭებათ, ხშირ შემთხვევაში PAჩ-ის მეშვეობით, რომელიც არ არის ვალდებული თავისი კონტრიბუტორების ვინაობა გაასაჯაროოს.

კვლევების თანახმად, პლანეტის უმდიდრესი ადამიანების 22% პოლიტიკითაა გატაცებული, ზოგიერთი მათგანი პასიური დამკვირვებელია, თუმცა ბევრი მილიარდერის თანამონაწილეობა ფავორიტი კანდიდატის კამპანიაში მასშტაბურ ხაისათს იღებს.

კონცენტრირებას ამრიკულ ფეხბურთზე ახდენენ

ამერიკული ფეხბურთი მილიარდერების სპორტის საყვარელი სახეობაა, პლანეტის უმდიდრესი ადამიანები მას გოლფსა და თხილამურებით სრიალსაც აჯობინებენ. ბევრი მილიარდერი ინვესტორი ფულის სპორტში დაბანდების პოტენციალს აცნობიერებს და საყვარელი გუნდების აქციების მფლობელიც ხდება.

myquiz