რას აკეთებენ წარმატებული ადამიანები პარასკევ საღამოს | Allnews.Ge

რას აკეთებენ წარმატებული ადამიანები პარასკევ საღამოს

ჩვენი პროდუქტიულობა მოტივაციაზე, შრომასა და უნარებზეა დამოკიდებული, თუმცა ხშირად მცირე ნიუანსები მთელი კვირის განწყობასა და ნაყოფიერებას განსაზღვრავენ.

Motto Time გვთავაზობს სიას, რომელიც აღწერს, თუ რას აკეთებენ წარმატებული ადამიანები პარასკევს საღამოს:

1. ისინი კვირის განმავლობაში დაგროვილ ცოდნას თავს უყრიან

"წარმატებული ადამიანები ცდილობენ, მუდმივად ახსოვდეთ, რაც ისწავლეს და აანალიზებენ, რის ხარჯზე მიაღწიეს წარმატებას. გამარჯვების დროს მცირე დეტალებსაც კი ყურადღებას აქცევენ, რათა მომავალში გაითვალისწინონ," - განმარტავს ფსიქოლოგი.

2. მომავალი კვირისთვის პრიორიტეტებს სახავენ

წარმატებული ადამიანები პარასკევს საღამოს აანალიზებენ, თუ რა ცვლილებები მოხდა მათ პროფესიულ და პირად ცხოვრებაში და ამის მიხედვით სახავენ პრიორიტეტებს.

3. მომავალი კვირისთვის გასაკეთებელი საქმეების სიას ადგენენ

გარდა იმისა, რომ პრიორიტეტებს სახავენ, წერენ გეგმას და ადგენენ აღნიშნულ საქმის შესრულების ბოლო ვადას, რაც ოპერატიულობაში ეხმარებათ. უკეთესია, როდესაც ორშაბათს დილით უკვე იცი, მუშაობა რითი დაიწყო.

4. სამუშაო დღეებში დროის უქმად კარგვას გამორიცხავენ

წარმატებული ადამიანები შესაძლოა აკოჰოლიკებსაც შევადაროთ, რადგან როგორც ამ უკანასკელთ არ შეუძლიათ ცხოვრება ალკოჰოლის გარეშე, ისე ვერ ძლებენ პროგრესული პიროვნებები უსაქმოდ.

5. ორგანიზებულები არიან

თუ გადაწყვიტეს, რომ ყოველ დღე 08:30 საათზე უნდა ისაუზმონ, ასეც იქცევიან და ამ წესს არ გადაუხვევენ. პარასკევ საღამოს საბოლოოდ გადაათვალიერებენ თავიანთ მეილებს, ინფორმაციას დაახარისხებენ და საპასუხო შეტყობინებებს გაგზავნიან.

ეს წესი მათთვის რიტუალს წარმოადგენს.

6. ყოველთვის იციან ვის ხვდებიან და სად მიდიან მომავალ კვირას

ისინი ორშაბათს დილით არ იწყებენ შეხვედრებისა და მსგავსი საქმიანი საკითხების ორგანიზებას, რადგან პარასკევს საღამოს უკვე იციან ამ ყველაფრის შესახებ.

7. დამარცხების შეფუთვაც შეუძლიათ

ცხადია, ყველა ჩავარდნილ გეგმას, საუბარსა და გადაწყვეტილებას ვერ შეფუთავთ, თუმცა ამ უნარის გამომუშავება წარმატების მიღწევის ერთ-ერთი გარანტია.

8. პარასკევ საღამოს დასვენების დღეების გეგმებს სახავენ

მათ დეტალების რიტუალად ქცევა უყვართ, ამიტომ ყოველთვის ცდილობენ, დრო სასიამოვოთ და მათთვის კომფორტულად გაატარონ.

9. პარასკევს საღამოს გასართობად მიდიან

მათ იციან, რომ განტვირთვისა და მხიარულების გარეშე სტრესში ჩავარდებიან.

10. ისინი გეგმავენ, თუ ვის შეხვდებიან დასვენების დღეებში

წარმატებული ადამიანები არ დაუშვებენ, რომ დასვენების დღეები არასასიამოვნო პიროვნებებთან გაატარონ.

11. ისინი სხვებს მოტივაციას უღვივებენ, რომ მეტი ცოდნა მიიღონ და ბევრი იშრომონ

წარმატებული ადამიანები თავად ძალიან ბევრს შრომობენ, მათი განწყობა და მოტივაცია კი ხშირად სხვებსაც გადაედებათ ხოლმე. ასევე ყოველთვის მზად არიან, თავიანთი ცოდნა სხვას გადასცენ.

12. ოფისში თავიანთ თანამშრომლებს აუცილებლად ემშვიდობებიან

უბრალოდ ნათქვამი "ბედნიერი დასვენება," ხშირად ყველას გულს იგებს და მსგავსი ეტიკეტის ქონა ლიდერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

myquiz