შესაძლებელია თუ არა სიცოცხლის 100 წლამდე გახანგრძლივება | Allnews.Ge

შესაძლებელია თუ არა სიცოცხლის 100 წლამდე გახანგრძლივება

მეცნიერების თქმით, ზოგიერთი ადამიანი საიდუმლოს ფლობს, რის გამოც არ ავადდება და დიდხანს ცოცხლობს.

მათ არ აწუხებთ დიაბეტი, გონებრივი შესაძლებლობების შესუსტება, ართრიტი და სხვა დაავადებები. მკვლევარების თქმით, ამ ადამიანთა გენები დაავადებებს მხოლოდ დროის მოკლე ინტერვალში ატარებენ.

პროფესორი და ბიოლოგი, სტიუარტ კიმი აღნიშნულ მოსაზრებას დოგმას უწოდებს. მისი თქმით, ამ ადამიანთა გენები, შესაძლოა, მძიმე დაავადებების მატარებელიც იყოს, თუმცა კიმის კვლევის თანახმად, ისინი დიდხანს იმიტომ ცოცხლობენ, რომ ცხოვრების განმავლობაში ნაკლებ დაავადებას გადაიტანენ.

კიმის ჯგუფმა გენეტიკური ანალიზი ჩაატარა, რომლის ფარგლებში დედამიწის სხვადასხვა რეგიონში მაცხოვრებლების გენეტიკას იკვლევდა. მისი თქმით, ისეთი გენების მქონე ადამიანებს, რომლებიც გენეტიკურად მძიმე დაავადებების ალბათობის ქვეშ იმყოფებიან, იმავე ხანგრძლივობით ან იმაზე დიდხანს შეუძლიათ იცოცხლონ, ვიდრე მათ, ვინც მსგავს რისკებს არ ატარებენ.

მისი განმარტებით, მომავალში, ნაყოფის ჩასახვამდე, შესაძლებელია იმ სიგნალების გათიშვა, რომლებიც მძიმე დაავადებების შესახებ ინფორმაციის მატარებელია. მაგალითად, ადრეულ ასაკში სიკვდილი შეიძლება ალცჰაიმერის დაავადებამ, გულის შეტევამ, სისხლთან დაკავშირებულმა დაავადებებმა და ჯანმრთელობის სხვა მძიმე პრობლემებმა გამოიწვიოს.

მიუხედავად მსგავსი კვლევებისა და შესწავლისა, კიმის თქმით, მეცნიერებს შესაძლოა ჯერ კიდევ არ აღმოუჩენიათ ის კონკრეტული კომპონენტი, რაც საშუალებას იძლევა 100 წლამდე მივაღწიოთ.

myquiz