როგორ აისახება ჯანმრთელობის მდგომარეობა გარეგნობაზე | Allnews.Ge

როგორ აისახება ჯანმრთელობის მდგომარეობა გარეგნობაზე

სახე ჯანმრთელობის შესახებ ისევე მოგვითხრობს, როგორც თვალებია სულის სარკე. სანამ სახის ერთი ნაწილი განწყობას ასახავს, მეორე ორგანიზმის მდგომარეობაზე მიუთითებს.

სწორედ ამიტომ ამოწმებენ ექიმები ჩვენს თვალებსა და ენას გარეგანი დათვალიერებისას. სახეზე განსაკუთრებულ ცვლილებას თუ შენიშნავთ, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს.

Homeremedies მედიკოსების მიერ შედგენილ "მინიშნებების" სიას გვთავაზობს, რომლის სახეზე შემჩნევისას აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს:

1. გაყვითლებული კანი და თვალები

მსგავსი სიმპტომების შემჩნევისას უნდა ივარაუდოთ, რომ ყვითელა გაწუხებთ, რაც ღვიძლის პრობლემას მიუთითებს. სახეზე სიყვითლე კი იმიტომ აისახება, რომ ღვიძლში სისხლის მკვდარი უჯრედებია.

2. პეპლის ფორმის გამონაყარი

ეს სიმპტომი შესაძლოა იმის მანიშნებელი იყოს, რომ თქვენ კანის ლუპოიდური ტუბერკულოზი გაწუხებთ, რაც შეიძლება მზის დამწვრობამაც გამოიწვიოს.

პეპლის ფორმის გამონაყართან ერთად, დაავადების სიმპტომი დაღლილობა, დაბალი სიცხე, კუნთების ტკივილი, გულმკერდის ტკივილი, სუნთქვის გახშირება და ხშირი თავის ტკივილიც შეიძლება იყოს.

3. სახეზე ჭარბი თმის ამოსვლა

ამის მიზეზი, შესაძლოა, ჰორმონალური დარღვევა იყოს, რაც ქალებში საკმაოდ გავრცელებულია და კვლევების მიხედვით, 4-დან 3 ქალს აწუხებს.

აღნიშნული პრობლემის დროული დიაგნოსტიკით, მისი აღმოფხვრა შესაძლებელია, ამიტომ ნუ შეშინდებით.

4. გაფითრებული კანი

თუ საკუთარ კანს მოულოდნელ გაფითრებას შეატყობთ, ეს ნიშნავს, რომ რკინის ნაკლებობა, ანემია გაქვთ, რაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს.

რკინის დაბალი შემცველობის გამო, ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით ჰემოგლობინს ვეღარ გამოიმუშავებს, რომელმაც სისხლს წითელი შეფერილობა უნდა მისცეს და სწორედ ამიტომ ვფითრდებით.

ანემიის სიმპტომები მუდმივი დაღლილობა, გახშირებული სუნთქვა, თავის ტკივილი, გაყინული ხელები და გალურჯებული ფრჩხილებია.

5. მშრალი კანი და დამსკდარი ტუჩები

დროდადრო ყველას უშრება კანი, რაც შეიძლება იყოს გამოწვეული, როგორც სიცივით, ისე ცხელი შხაპით.

კანი დაახლოებით, 30% წყალს შეიცავს, რაც მას ელასტიურობას სძენს. თუ შეატყობთ, რომ კანი ძალიან გამოგიშრათ და ტუჩები გამუდმებით დამსკდარი გაქვთ, ამის გამომწვევი მიზეზი დეჰიდრატაცია, ანუ წყლის ნაკლებობაა.

წყლის დონის დაბალმა მაჩვენებელმა შეიძლება აკნე, ეგზემა და ფსორიაზი გამოიწვიოს, რადგან ორგანიზმიდან ნარჩენები, შლაკები და მავნე ნივთიერებები არ გამოიდევნება.

6. კანის ტონის პათოლოგიური ცვლილება

აკანტოკერატოდერმია - თუ თქვენმა კანმა პათოლოგიურად შეიცვალა ფერი, თქვენ სწორედ ეს გაწუხებთ. ანუ, გაქვთ ინსულინის ნაკლებობა, ამიტომ არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი.

myquiz