გრენლანდიაში 4-საუკუნოვანი ზვიგენი ცხოვრობს | Allnews.Ge

გრენლანდიაში 4-საუკუნოვანი ზვიგენი ცხოვრობს

გრენლანდიის წყლებში მცხოვრები ზვიგენები ყველაზე დიდხანს ცოცხლობენ - მეცნიერების ამ დასკვნას ახალი სენსაციური აღმოჩენაც ადასტურებს.

მკვლევრების გუნდმა, მსოფლიოს მასშტაბით 28 ყველაზე ასაკიან ცხოველს მიაკვლია, მათ შორის ყველაზე დიდი 400 წლის მდედრი ზვიგენი აღმოჩნდა. ზოგადი დასკვნის მიხედვით, ზვიგენები სიგრძეში წელიწადში ერთ სანტიმეტრს იმატებენ, მათი უმეტესობა კი 150 წლამდე ცოცხლობს.

კვლევის ავტორის, საზღვაო ბიოლოგის, იულიუს ნელსენის თქმით, აღმოჩენა მისთვის გამაოგნებელი იყო, რადგან, დღემდე ყველაზე "ასაკოვანი" ვეშაპი 211 წლის იყო, ყველაზე ასაკიან ზღვის ცხოველად კი 507 წლის მოლუსკი, სახელად მინგი მიიჩნეოდა.

"გრენლანდიური ზვიგენები", სიგრძეში დაახლოებით, 5 მეტრს აღწევენ, ისინი ჩდილოეთ ატლანტიკის ოკეანის სიღრმეებში ბინადრობენ.

ზემოთ აღნიშნული აღმოჩენის გამო, ზვიგენების ასაკის განსაზღვრის აქამდე არსებული ყველა კვლევა ეჭვქვეშ დადგა.

საინტერესოა, რომ "გრენლანდიურ ზვიგენებს" ზღვის სხვა ცხოველებთან შედარებით, უფრო ძლიერი ხერხემლის ძვალი აქვთ, შესაძლოა, დიდი ხნის განმავლობაში სწორედ ამიტომ ცოცხლობენ, თუმცა, ნელსენის თქმით, ისინი ყველაზე სუსტები არიან, აქედან გამომდინარე, 400 წლის ზვიგენის აღმოჩენა ბევრ ეჭვს ბადებს.

მომზადებულია "ბი-ბი-სი"-ს მიხედვით.

myquiz