პორნოგრაფიის ყურება მამაკაცებს სექსუალურ პრობლემებს უქმნის - ბრიტანელი სპეციალისტი | Allnews.Ge

პორნოგრაფიის ყურება მამაკაცებს სექსუალურ პრობლემებს უქმნის - ბრიტანელი სპეციალისტი

მსოფლიოში სულ უფრო მეტ ახალგაზრდას აწუხებს სექსუალური პრობლემები, რაც წამყვანი ბრიტანელი სპეციალისტის ანჟელა გრეგორის განმარტებით, ონლაინ-პორნოგრაფიას უკავშირდება.

ანჟელა გრეგორის მონაცემების თანახმად, 20 წლის ასაკობრივ კატეგორიაში მამაკაცების სულ უფრო მზარდ რაოდენობას ერექციული დისფუნქცია აწუხებს. ბრიტანელი სპეციალისტი აღნიშნული მონაცემების ზრდას ინტერნეტში პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეომასალაზე დამოკიდებულებას უკავშირებს.

"უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 5 წელს, მე იმ ახალგაზრდა მამაკაცების მზარდ რაოდენობას ვაკვირდები, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ"- თქვა ანჟელა გრეგორიმ "ბი-ბი-სი"-სთან საუბარში.

"ჩვენი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ადრე მამაკაცები, რომლებიც ჩვენს კლინიკას დახმარებისთვის მიმართავდნენ, გაცილებით უფროსი ასაკის იყვნენ და ერექციული დისფუნქციაც დიაბეტთან, გაფანტულ სკლეროზთან და გულსისხლძარღვთა დაავადებებთან იყო დაკავშირებული."-აღნიშნა გრეგორიმ. 

სპეციალისტის განმარტებით, ამდროისთვის, ფსიქოსექსუალურ თერაპიას ახალგაზრდა ადამიანები საჭიროებენ, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვთ.

ანჟელა გრეგორის განმარტებით, ახლა პაციენტების კონსულტირებისას მისი პირველი კითხვა პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეომასალას და მასტურბაციის ჩვევას შეეხება, რადგან სწორედ ამას შეუძლია ერექციული დისფუნქციის გამოწვევა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2014 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, 18-29 წლის ასაკობრივი კატეგორიაში მყოფი რესპოდენტების ნახევარზე მეტი პორნოგრაფიული ხასიათის ჩანაწერებს პირველად 13 წლის ასაკში გაეცნო.

 

მომზადებულია "ბი-ბი-სი"-ს მიხედვით.

myquiz