ყველაზე ორიგინალური სამუშაო ოფისები მსოფლიოში | Allnews.Ge

ყველაზე ორიგინალური სამუშაო ოფისები მსოფლიოში

დახურული სივრცე და დაძაბული გარემო - სწორედ ასე ატარებს ცხოვრების უმეტეს ნაწილს ბევრი ჩვენგანი. ჩვეულებრივი, სატანდარტული ოფისი ხომ ასეთია, თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც. წარმოგიდგენთ ყველაზე ორიგინალურ და გასაოცარ ოფისებს მთელ მსოფლიოში

Selgas Cano

წარმოიდგინეთ, რომ მუშაობთ მადრიდის ერთ-ერთ არქიტექტურულ ფირმაში, კერძოდ, Selgas Cano-ში. იცით, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ასრულებთ ნახაზებს და ამზადებთ დოკუმენტებს ხეების ჩრდილქვეშ. აქ მუშაობა ბუნებაში მოგიწევთ.

ოფისისთვის უჩვეულო ატმოსფერო ხოსე სელგასმა და ლუსიო კანომ შექმნეს. არ არის აუცილებელი, რომ სამსახურმა გარე სამყაროს, ბუნებას მოწყვიტოს ადამიანი. ბუნება ხომ ადამიანს ეხმარება უფრო პროდუქტიული იყოს.

 მსოფლიოს ინოვაციური სკოლები

Jump Studio

Jump Studio-მ ლონდონში მდებარე Red Bull-ის ოფისს განსაკუთრებულად მოაწყო. ამ ენერგეტიკული სასმელის ენერგია მომუშავე პერსონალს უფრი აქტიურად და ენერგიულად მუშაობაში ეხმარება. ოფისი სამსართულიანია. აქვს დიდი, ფართო სახურავი, შეკიდული კიბე და ატრაქციონი.

 

Pallotta Teamworks

გამოთქმა, ამის ზემოთ მხოლოდ ცაა, ლოს-ანჯელესის ამ ოფისზეა მორგებული. სულ რაღაც 2-მილიონიანი ბიუჯეტით კომპანიამ მოახერხა მეტად ორიგინალური, განუმეორებელი ატმოსფეროს შექმნა. საბოლოოდ ოფისი განთავსდა საწყობში, რომლის ფართიც არის 4366 კვ.მ. ერთი კვადრატული მეტრის ფასი 40 დოლარს უდრის, ეს კი სტანდარტულ ფასზე ორჯერ ნაკლებია. კომპანია კრეატიულად მიუდგა ოფისის გაფორმებას და საბოლოოდ სერიოზული თანხაც დაზოგა.

Innovation Imperative

ეს პატარა ოფისი იტევს ორ ადამიანს და ორ მაგიდას. ასეთი გასაშლელი ოფისები შეიძლება განთავსდეს ნებისმიერ ადგილას, მაგალითად, ტყის შუაგულში. ამ ოფისების ფასი დაბალი არ არის, თუმცა გამომდინარე მისი ეფექტურობიდან, ამად ღირს.

Google-ის ოფისი ციურიხში

ალბათ არავის გაკვირვებია ამ სიაში Google-ის ოფისის მოხვედრა. ეს ოფისი იდეალური ადგილია კონფერენციისთვის ლანჩის დროს. ამ კომპანიის თანამშრომლებს სურდათ ჰქონოდათ ოფისი, რომელიც იქნებოდა მრავალფუნქციური და რომელიც ასევე უბიძგებდა მომსახურე პერსონალს კრეატივისკენ. როგორც ხედავთ, მათ ასეთი ოფისი მიიღეს.

 "გუგლი" კვლავ საუკეთესო სამუშაო ადგილად რჩება

Google-ის ოფისი ნიუ-იორკში

ეს ოფისი ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ერთი შეხედვით თანამედროვე ატმოსფერო ჰარმონიულად ერწყმის ნიუ-იორკულ სტილს. ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ თანამშრომლებმა უფრო მეტად იკონტაქტონ ერთმანეთთან. ამ ოფისს ქალაქის მთელი კვარტალი უკავია. მუშაობს 3 000-მდე ადამიანი. ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ აქ გადაადგილების ყველაზე ეფექტური საშუალება მოპედია. აქ ვერ ნახავთ ორ ერთნაირ ოფისს. თუ გსურთ დასვენების დღეების საინტერესოდ გატარება, გირჩევთ იმოგზაუროთ "გუგლის" ამ ოფისებში.

ოფისი სათამაშოებით

ძალიანაც რომ გაწუხებდეთ ოფისის დახშული სივრცე, ეცადეთ თქვენი სამუშაო ადგილი ორიგინალური გახადოთ, როგორც ნიუ-იორკში მდებარე ერთ-ერთი ოფისის თანამშრომელმა გააკეთა, აქ ძალიან უნდა მოინდომოთ, ტელეფონი მაინც რომ იპოვოთ. იხილეთ გაგრძელება

2050 წელი: მომავლის ინფრასტრუქტურა

myquiz