7 მეთოდი, რომელიც უცხო ენის შესწავლას გაგიმარტივებთ | Allnews.Ge

7 მეთოდი, რომელიც უცხო ენის შესწავლას გაგიმარტივებთ

ტყუპებმა, რომლებმაც 10 ენა დამოუკიდებლად შეისწავლეს, გვთავაზობენ გამოწვევას ავითვისოთ უცხო ენა, 7 დღეში, როგორც ეს თვითონ მოახერხეს. მეთიუ და მაიკლ იულდენები, ერთი კვირის განმავლობაში, ყოველდღე 8 საათი მეცადინეობდნენ და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ენის შესწავლის შვიდი მეთოდი შეიმუშავეს.

1. უნდა იცოდე, რა გინდა

კარგად ჩამოაყალიბე საკუთარი მიზანი, სანამ მის მიღწევაზე დაიწყებ ზრუნვას.

როდესაც ტყუპებმა მიზნად დაისახეს თურქული ენის შესწავლა, აღმოაჩინეს, რომ გერმანიაში, სადაც ისინი ცხოვრობენ საკმაოდ დიდი თურქული დიასპორაა, ამიტომაც დაიწყეს მათთან კომუნიკაცია, რამაც მოკლე დროში სასურველი შედეგი მოიტანა.

2. იყავი მტკიცე

შენი პირველი სახელმძღვანელო ხდება იმ ქვეყნის რუკა, რომლის სალაპარაკო ენის შესწავლასაც აპირებ. პირველ საფეხურზე, ტყუპებმა დაიწყეს ჩანაწერების გაკეთება და მათი კედლებზე მიმაგრება, რათა ყოველ წუთს ჰქონოდათ მათი წაკითხვის საშუალება, შემდეგ კი გარემოში არსებული საგნების თურქულად მოხსენიება დაიწყეს.

3. გაიჩინე პარტნიორი

არაფერია იმაზე დიდი მოტივატორი, ვიდრე მეგობარი, რომელსაც მსგავსი მიზანი აქვს. ორივე გრძნობთ ერთნაირ პასუხისმგებლობას, გაქვთ ერთგვარი შეჯიბრი და უფრო მეტად გიჩნდებათ საკუთარი ცოდნის წარმოჩენის სურვილი.

4. შექმენი მინი-მოტივატორები

მიზნის მისაღწევ გზაზე აუცილებელია ორიენტირის ქონა. ეს ორიენტირები შეიძლება იყოს პატარა გამოწვევები, ყოველდღიურ ცხოვრებაში უცხო ენის გამოყენება ან საკუთარი მცირე ლექსიკონის შედგენა, რაც წამახალისებლად მოქმედებს.

5. "შეჭამე" ენა

ეცადე, დაიჭირო და გამოიყენო ყველაფერი, რაც გესმის ფილმებიდან, მუსიკიდან, რასაც კითხულობ საკვებ პროდუქტებზე.

6. გამოიყენე, რაც უკვე იცი

რაც უფრო ხშირად გამოიყენებ ინფორმაციას, რომელიც გაქვს, უფრო კარგად დაგამახსოვრდება. გაავლე პარალელები, შეადარე ენები ერთმანეთს.

7. ცვლილება მნიშვნელოვანია

როდესაც ცდილობ, შენს მიერ მოფიქრებული მეთოდებით შეისწავლო ენა, არ დაგავიწყდეს, რომ საჭიროა მათი მუდმივად განახლება, რათა უფრო მეტი წყარო გქონდეს სასურველი შედეგის მისაღწევად.

myquiz