ნორვეგია ფინეთს მთას აჩუქებს | Allnews.Ge

ნორვეგია ფინეთს მთას აჩუქებს

ნორვეგიის მთავრობა ფინეთისთვის, ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად მოსაზღვრე მთის ჩუქებას აპირებს.

"დარჩენილია რამდენიმე ფორმალური საკითხის გადაწყვეტა და მალე ჩამოვყალიბდებით საბოლოოდ", - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ერნა სოლბერგმა.

საუბარია მთა ჰალდიტსოჰკკაზე, რომელიც 1365 მეტრის სიმაღლისაა და ფინეთის საზღვრიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს.

myquiz