მეცნიერები ატლანტიკის ოკეანის საიდუმლოს ამოხსნას ცდილობენ | Allnews.Ge

მეცნიერები ატლანტიკის ოკეანის საიდუმლოს ამოხსნას ცდილობენ

ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოეთი ნაწილის შესასწავლად საერთაშორისო სამეცნიერო პროექტი დაიწყო.

მასში მონაწილეობას ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების მეცნიერები მიიღებენ. მათი მთავარი მიზანი იმის გაგებაა, როგორ მოქმედებენ დინებები კლიმატის ცვლილებებზე.

მეცნიერები კვლევაში მონაწილეობას ოთხი წლის განმავლობაში მიიღებენ, ოკეანის ეკოსისტემას შეისწავლიან, ამასთანავე, გაარკვევენ, რა გავლენა აქვს თევზჭერასა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას ოკეანეებზე.

myquiz