მეცნიერების 5 გამოგონება, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა | Allnews.Ge

მეცნიერების 5 გამოგონება, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

ახალი აღმოჩენები და გამოგონები ძირითადად ადამიანთა ცხოვრების გამარტივებასა და გამოცდილებით გამდიდრებას ისახავს მიზნად.

თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ის, რაც კეთილი განზრახვით იწყება, მილიონობით ადამიანის ტანჯვით სრულდება.

5 მეცნიერი, რომელმაც საკუთარი გამოგონების გამო ინანა:

რობერტ ოპენჰაიმერი: ატომური ბომბი

ალბერტ აინშტაინს ატომური იარაღის შექმნაში უშუალო მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, ამ კუთხით წარმოებულ კვლევაში მისი წვლილი დიდია, რასაც ის სიცოცხლის ბოლომდე ნანობდა.

რობერტ ოპენჰაიმერმა ბირთვული იარაღის შექმნა ბოლომდე მიიყვანა, რის გამოც მსოფლიო ატომური ომისა და კაცობრიობის განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

 

ალფრედ ნობელი: დინამიტი

 

ალფრედ ნობელს დღეს ნობელის პრემიის დამაარსებელის სტატუსით იცნობენ - ჯილდო მათთვის, ვინც ერთი წლის განმავლობაში კაცობრიობას ყველაზე მეტი სარგებელი მოუტანა.

პრემიის დაარსების იდეა დინამიტის გამოგონებას უკავშირდება. ნობელი ფიქრობდა, რომ მისი გამოგონება ომს დაასრულებდა, სინამდვილეში კი გამომგონებელს "სიკვდილით მოვაჭრის" სახელი მოუპოვა.

არტურ გალსტონი: აგენტი ორანჟი

"აღმოჩენის გაკეთებისას თქვენ არასდროს იცით, როგორ გამოიყენებენ მას. მორალური თვალსაზრისით, ყველა გამოგონება ნეიტრალურია, ადამიანს შეუძლია ის კეთილი ან ბოროტი მიზნებისთვის გამოიყენოს. ეს მეცნიერების დანაშაული არ არის, - განაცხადა ამერიკელმა ბოტანიკოსმა The New York Times- ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

არტურ გალსტონის მიერ შექმნილი ქიმიური შენაერთი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის იყო განსაზღვრული, ვიეტნამის ომში ქიმიური იარაღის დანიშნულებით გამოიყენეს.

მიხეილ კალაშნიკოვი: АК-47

2009 წლისთვის წარმოებული АК-47 ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის 100 მილიონი ეგზემპლარიდან ნახევარი კუსტარულად არის დამზადებული. მარტივი კონსტრუქცია და იაფი მასალა იარაღს განსაკუთრებულ მიმზიდველობას ტერორისტების თვალში სძენს.

სამშობლოს დაცვის მიზნით შექმნილი იარაღი, როგორც, თავად მიხეილ კალაშნიკოვი მიიჩნევდა, მისი მთავარი ცოდვა გახდა.

ორვილ რაიტი: აეროპლანი

"ჩვენ გვსურდა ისეთი რაღაცის შექმნა, რაც დედამიწაზე მშვიდობის გარანტი იქნებოდა, თუმცა შეგვეშალა," - განაცხადეს ძმებმა რაიტებმა.

ორვილ რაიტის თქმით, თვითმფრინავი, რომელიც დროის, მანძილისა და ენერგიის შესამცირებლად შეიქმნა, ომის ყველაზე საშიშ იარაღად იქცა.

 

 

myquiz