შვეიცარიაში ყველაზე ღრმა და გრძელი სარკინიგზო გვირაბი გაიხსნა | Allnews.Ge

შვეიცარიაში ყველაზე ღრმა და გრძელი სარკინიგზო გვირაბი გაიხსნა

1 ივნისს შვეიცარიაში მსოფლიოში ყველაზე გრძელი და ღრმა, 57-კილომეტრიანი სარკინიგზო გვირაბის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

გვირაბის პირველი სამშენებლო სამუშაოები 1996 წელს დაიწყო. იმ დროს, ობიექტზე 24 საათის განმავლობაში 3500 მუშა შრომობდა.

გვირაბის აღმოსავლური ნაწილის გაყვანა 2010 წელს, ხოლო დასავლურის - 2011 წელს დასრულდა.

ამის შემდეგ სენ-გოტარდის გვირაბი მსოფლიოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბი გახდა: უშუალოდ გვირაბის სიგრძე 57,1 კილომეტრია, ხოლო სამსახურეობრივი და საფეხმავლო ზონების გათვალისწინებით - 153,4 კილომეტრს უტოლდება.

გარდა ამისა, 2,3 კილომეტრის სიღრმის სენ-გოტარდი - მსოფლიოში ყველაზე ღრმა გვირაბი გახდა.

აღსანიშნავია, რომ 1 ივნისს მხოლოდ გახსნის ცერემონია გაიმართა, ხოლო ექსპლუატაციაში გვირაბი 2016 წლის დეკემბერში შევა.

მსოფლიოში ყველაზე გრძელი შუშის ხიდის მშენებლობა დასრულდა

ჩქაროსნული რეჟიმის (250 კმ/სთ) უზრუნველსაყოფად ახალი მაგისტრალი ციურიხი-მილანი თითქმის, სწორი იქნება და ზღვის დონიდან 500 მეტრის სიმაღლეზე გაივლის.

რის გამოც, თუ ადრე ციურიხსა და მილანს შორის მანძილის დასაფარად 3 საათი და 40 წუთი იყო საჭირო, ახლა ამ ორ ქალაქს შორის მგზავრობა 2 საათსა და 50 წუთს გასტანს.

ჰონგ-კონგი: მსოფლიოში ყველაზე ვერტიკალური ქალაქი

 

 

myquiz