არისტოტელეს საფლავი ნაპოვნია | Allnews.Ge

არისტოტელეს საფლავი ნაპოვნია

ბერძენმა არქეოლოგმა კონსტანტინოს სისმანიდისმა განაცხადა, რომ აღმოაჩინა საფლავი, რომელიც, სავარაუდოდ, არისტოტელეს ეკუთვნის. ამის შესახებ გამოცემა "ნიუ იორკ თაიმსი" იუწყება.

ძველი ბერძენი ფილოსოფოსის აკლდამა ქალაქ სტაგირაში აღმოაჩინეს, რომელიც ნახევარკუნძულ ჰალკიდიკიზე მდებარეობს. ძველი მაკედონიის ეს დასახლება ძველი წელთაღრიცხვით VI საუკუნეშია დაარსებული.

აკლდამა წარმოადგენს გუმბათიან ნაგებობას მარმარილოს იატაკით. ის ქალაქის მთავარ სავაჭრო მოედანთან მიმავალი გზის პირას მდებარეობს.

არისტოტელე დაიბადა სტაგირაში ძველი წელთაღრიცხვით 384 წელს, ხოლო გარდაიცვალა - 323 წელს. იგი მაკედონიის მეფე ფილიპე II-მ თავისი შვილის, ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელად მიიწვია.

არისტოტელე დანიშნეს მაკედონიის სამეფო აკადემიის უფროსად. მისმა ნაშრომებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ევროპის შუასაუკუნოვან მეცნიერებასა და ფილოსოფიაზე.

myquiz