ექიმების შეცდომები სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის აშშ-ში მესამე ადგილზეა | Allnews.Ge

ექიმების შეცდომები სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის აშშ-ში მესამე ადგილზეა

ექიმების შეცდომები აშშ-ში სიკვდილის გამომწვევი მიზეზების ჩამონათვალში მესამე ადგილზე აღმოჩნდა. ამის შესახებ Independent-ი წერს.

კერძოდ, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ 2015 წელს 250 ათას ადამიანზე მეტი სამედიცინო პერსონალის შეცდომების გამო გარდაიცვალა.

სიკვდილის გამომწვევი მიზეზების ჩამონათვალში ექიმების შეცდომებს მხოლოდ გულის დაავადებებმა (611 100 შემთხვევა) და კიბომ (585 000 შემთხვევა) გადაუსწრო.

გასულ წელს ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა ჯერემი ჰანტმა ამ ტენდენციას "გლობალურ ჯანდაცვაში უდიდესი სკანდალი" უწოდა. აღმოჩნდა, რომ ყოველ კვირას ინგლისის კლინიკებში 150 პაციენტი ექიმების შეცდომების გამო კვდება.

სიკვდილის მიზეზების რეიტინგი

myquiz