ბრიტანელმა მამაკაცმა საკუთარ ეზოში 14 საუკუნის წინანდელი შენობის ნანგრევები აღმოაჩინა | Allnews.Ge

ბრიტანელმა მამაკაცმა საკუთარ ეზოში 14 საუკუნის წინანდელი შენობის ნანგრევები აღმოაჩინა

ბრიტანელმა მამაკაცმა, საკუთარ ეზოში ელექტროენერგიის გაყვანის დროს, ძველრომაული სახლის ნანგრევები აღმოაჩინა. შემთხვევა ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში მოხდა.

რომაული მოზაიკის პოვნის შემდეგ, ლიუკ ირვინმა არქეოლოგებს მიმართა. გათხრებისას, მეცნიერებმა კასრებში ხელოვნურად გამოყვანილი ათასობით ხამანწკა, კერამიკული ჭურჭელი, მონეტები, გულსაკიდები და ცხოველების ძვლები იპოვეს.

"ჩვენ უამრავი არტეფაქტი აღმოვაჩინეთ, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ ფუფუნებაში ცხოვრობდა ის ოჯახი, რომელსაც ეს ვილა ჰქონდა დაკავებული" - აცხადებს არქეოლოგი დევიდ რობერტსი.

გათხრების დასრულების შემდეგ, ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამ ადგილზე დიდი ბრიტანეთში ყველაზე დიდი, ძველბერძნული სოფელი იყო განლაგებული, რომელმაც ხელუხლებელ მდგობარეობაში 14 საუკუნე იარსება.

 

მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით

 

 

myquiz