ლონდონში მოოქროვილი ავტომობილები გამოჩნდა | Allnews.Ge

ლონდონში მოოქროვილი ავტომობილები გამოჩნდა

ლონდონის ქუჩებში მოოქროვილი ავტომობილები გამოჩნდა. როგორც ბრიტანული მედია წერს, ავტომობილები საუდის არაბეთიდან ჩასულ მამაკაცს ეკუთვნის. მისი ვინაობა უცნობია.

ოთხი უძვირფასესი მანქანის საერთო ღირებულება 1.8 მილიონ დოლარზე მეტია. მათ შორის არის "როლს როისი", Bentley Flying Spur, 6-საბურავიანი "მერსერდესი", რომლის ღირებულება 534 000 დოლარია და ასევე "ლამბორჯინი", რომელიც 506 000 დოლარადაა შეფასებული.

ძვირად ღირებული ავტომობილების გამოჩენამ ლონდონის კენსინგტონისა და ჩელსის უბანში ხმაური და ალიაქოთი გამოიწვია. ადგილობრივები უნიკალურ მანქანებთან ჩერდებიან და ფოტოებს იღებენ.

როგორც ბრიტანული მედია წერს, ავტომობილების მფლობელი უკვე დააჯარიმეს. მას ასობით ფუნტის გადახდა პარკინგის წესების დარღვევის გამო მოუწევს.

myquiz