როგორ გამოიყურება და რას სთავაზობენ მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების სასადილოები თანამშრომლებს? | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება და რას სთავაზობენ მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების სასადილოები თანამშრომლებს?

მსოფლიოს წამყვანი კომპანიების სასადილოებში მოხვედრას ალბათ ბევრი ჩვენგანი მოისურვებდა.

Google-ის, Facebook-ის, Apple-ის და სხვა მსოფლიო გიგანტების სასადილოებში კვება სრულიად უფასოა, მენიუმ კი შესაძლოა, საუკეთესო რესტორნებს გაუწიოს კონკურენცია.

Google

Google-ის სათავო ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს. კომპანიის თანამშრომლებს სამჯერადი უფასო კვება აქვთ Hemispheres კაფეში , სადაც ულამაზესი ხედია მანჰეტენზე. კაფე რამდენიმე ზონადაა დაყოფილი, სადაც სხვადასხვა კერძები, ფასტფუდი, ნაყინი და წვენები იყიდება.

Apple

Apple-ის შტაბბინა მდებარეობს აშშ-ის კალიფორნიის შტატში, კუპერტინოში. კომპანიის სასადილო Caffè Macs-ი ძალიან დიდი, ნათელი და უფასოა. კომპანიის თნამშრომლებს სთავაზობენ მექსიკური, იტალიური, იაპონური, ესპანური, ფრანგული სამზარეულოს კერძებს, ასევე უამრავი სახეობის ნაყინს.

Facebook

Facebook-ის სათავო ოფისი მდებარეობს აშშ-ის კალიფორნიის შტატში, ქალაქ მენლო პარკში. ოფისის თანამშრომლები დღეში სამჯერ Epic Cafe-ში იკვებებიან. სასადილოში ძირითადად, ამერიკული და აზიური სამზარეულოა წარმოდგენილი. Facebook-ის თანამშრომლებს უფლება აქვთ, კერძები სახლში წაიღონ, სტუმრებისთვის კი სასადილოში შეღავათებია გათვალისწინებული.

Dropbox

კომპანია Dropbox-ის სათავო ოფისი სან ფრანცისკოში მდებარეობს. სასადილო Tuck Shop-ი 400 მეტრის ფართობს იკავებს და კერძების უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს თანამშრომლებს. კომპანია განსაკუთრებით ამაყოფს საკუთარი შეფ-მზარეულებით, რომელბსაც მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებში აქვთ ნამუშევარი.

Pixar

კომპანია Pixar-ის სასადილო Cafè Luxo-ს შესასვლელში კომპანიის შექმნილი ანიმაციური გმირების, მათ შორის ყველასთვის საყვარელი ბაზ ლაიტერისა და ვუდის ქანდაკებები დგას. კოპმპანიის სასადილოში უამრავია კერძია, მათ შორის პიცის რამდენიმე სახეობა, მექსიკური ბურიტო და სხვადასხვა სახეობის დესერტი.

Twitter

Twitter-ის სათავო ოფისი სან ფრანცისკოს ცენტრში მდებარეობს. თანამშრომლებისთვის უფასო კაფე მუშაობს, მენიუში კი ყველა კერძს საკუთარი ჰეშთეგი აქვს.

myquiz