მსოფლიო სპორტის ყველაზე გახმაურებული დოპინგ-სკანდალები | Allnews.Ge

მსოფლიო სპორტის ყველაზე გახმაურებული დოპინგ-სკანდალები

სწრაფვა პირველობისკენ შეიძლება დამღუპველი იყოს.. რეკორდების მოხსნისთვის და ჩემპიონის ტიტულის მისაღებად ბევრი სპორტსმენი აკრძალულ მეთოდებს მიმართავს.

წარმოგიდგენთ მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყველაზე გახმაურებულ დოპინგ-სკანდალებს, რის გამოც, ბევრი ცნობილი სპორტსმენის კარიერას წერტილი დაესვა.

1998 წლის ივლისში, ველომრბოლელთა ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრის, „ტურ დე ფრანსის“ დროს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა აკრძალული სადოპინგე პრეპარატების გამოყენებაში ფრანგული გუნდი „ფესტინა“ დაადანაშაულა. აღმოჩნდა, რომ ველომრბოლელები აკრძალულ ამფეტამინს იყენებდნენ. ბრალდებას შემდეგ გამოძიება მოჰყვა.

1999 წლის აგვისტოში ოლიმპიური ჩემპიონი, სიმაღლეზე ხტომაში მსოფლიო რეკორდსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი კუბელი ჰავიერ სოტომაიორი კოკაინის გამოყენებაში დაადანაშაულეს. სპორტსმენის ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. ჰავიერ სოტომაიორი მსოფლიო სპორტის ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც 2,44 მეტრის სიმაღლეზე შეასრულა ნახტომი.

2000 წლის სექტემბერში, დოპინგის გამოყენების ბრალდებით, სიდნეის XXVII ოლიმპიური თამაშების დროს, 8 სპორტსმენს დისკვალიფიკაცია მიესაჯა. სკანდალი რუმინელ, გერმანელ, მექსიკელ, ბულგარელ და სომეხ სპორტსმენებს შეეხო. ყველა მათგანს მედლები ჩამოართვეს და შეჯიბრებში მონაწილეობა 2 წლით აუკრძალეს.

2001 წლის თებერვალში კი, სპორტის სათხილამურო სახეობებში მსოფლიო ჩემპიონატის დროს აკრძალული პრეპარატების გამოყენებაში ფინეთის მთელი გუნდი ამხილეს. შედეგად, სპორტსმენებს ყველა მოგებული მედალი ჩამოართვეს, 6 მათგანს 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა, მწვრთნელებს კი საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალათ. დოპინგ სკანდალის გამო სპონსორებმა ფინური გუნდის დაფინანსებაზე უარი თქვეს.

2003 წელს აშშ-ში აკრძალული პრეპარატების გამოყენების 20-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. დოპინგ სკანდალში მძლეოსნობის ჩემპიონმატის წევრები გაეხვნენ. შედეგად, 13 წამყვანი სპორტსმენის დისკვალიფიკაცია მოხდა. გამოძიება რამდენიმე წელს გაგრძელდა და გამოვლინდა, რომ აშშ-ში აკრძალული პრეპარატების გამოყენების ქსელი არსებობდა, რომლის უკანაც ერთ-ერთი ლაბორატორია იდგა და სპორტმესნებს პრეპარატების მიღებაში ეხმარებოდა. ლაბორატორიის ერთ-ერთი კლიენტი ცნობილი მძლეოსანი, ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონი მერიონ ჯონსი აღმოჩნდა. ის პირველი სპორტსმენი ქალი გახდა, რომელიც დოპინგის გამოყენებისთვის გაასამართლეს. მერიონ ჯონსს 6-თვიანი პატიმრობა, პირობითი სასჯელი და 800 საათიანი იძულებითი სამუშაოები მიუსაჯეს.

2003 წლის ნოემბერში, 10 ქვეყნის 11 შტანგისტი, კანადის ქალაქ ვანქუვერში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე დოპინგის მოხმარებაში ამხილეს. ყველა მათგანს 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.

2004 წლის აგვისტოში კი, ათენში გამართულმა ოლიმპიურმა თამაშებმა დოპინგ სკანდალის გამო მისჯილი დისკვალიფიკაციების ოდენობის კუთხით რეკორდი მოხსნა. 20-ზე მეტი სპორტსმენი აკრძალული პრეპარატების გამოყენებაში დაადანაშაულეს, მათ შორის მასპინძელი ქვეყნის სპორტსმენებიც.

2004 წლის ნოემბერში ამერიკელი მძლეოსანს, 400 მეტრზე სირბილში მსოფლიო ჩემპიონს ჯერომ იანგს სამუდამოდ აუკძალეს შეჯიბრებში მონაწილეობა დოპინგის გამოყენების გამო. იანგის სპორტულ კარიერაში ეს პირველი პირველი დოპინგ სკანდალი არ იყო, რადგან ანალიგური ბრალდება 1999 წელსაც წაუყენეს. აშშ-ის ანტისადოპინგო სააგენტოს წესებით, სპორტსმენი, რომელიც დოპინგის გამოყენებაში ორჯერ ამხილეს სამუდამო დისკვალიფიკაციას ექვემდებარება.

2006 წელს ესპანეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა დოპინგთან ბრძოლის ფარგლებში სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. ჩატარდა დაკავებების სერია, გამოძიების ფარგლებში გაირკვა, რომ 200-მდე ესპანელი სპორტსმენი პერიოდულად მიმართავდა ერთ-ერთი ქსელს აკრძალული პრეპარატების მიღების მიზნით.

იმავე წელს, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 4 დღით ადრე, მოხდა ირანის მძლეოსანთა გუნდის მთლიანი ნაკრების დისკვალიფიკაცია. 11-დან 9 სპორტსმენი აკრძალული პრეპარატების გამოყენებაში ამხილეს.

2008 წლის აპრილში დოპინგ სკანდალში ბერძენი სპორტსმენები გაეხვნენ, რასაც ბერძენ მძლეოსანთა ორწლიანი დისკვალიფიკაცია მოჰყვა, რამდენიმე თვის შემდეგ კი, სადოპინგე პრეპარატების გამოყენებაში ბულგარელი ძალოსნებიც ამხილეს.

2012 წელს დიპონგ სკანდალში სახელგანთქმული ამერიკელი ველომრბოლელი ლენს არმსტრონგი გაეხვა. ველომრბოლელთა ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრის, შვიდგზის ჩემპიონი, ტურ დე ფრანსის შვიდგზის ჩემპიონი, ხუთგზის რეკორდსმენმა წარმატებული სპორტული კარიერა კიბოს დაავადების მიუხედავად შეძლო. სპორტსმენის თავბრუდამხვევი კარიერა 2012 წელს დასრულდა, როცა ცნობილი გახდა, რომ არმსტრონგი წლების განმავლობაში აკრძალულ პრეპარატებს მოიხმარდა. ამის გამო არმსტრონგის სამუდამო დისკვალიფიკაცია მიესაჯა, სპორტსმენს ასევე 1998 წლიდან მიღებული ყველა ჯილდო, ოლიმპიური მედლები, ჩემპიონის ტიტულები ჩამოერთვა.

ბოლო გახმაურებული სკანდალი, რომელიც მსოფლიო სპორტში დოპინგის გამოყენებას ეხება, ნოემბერში რუსეთში მოხდა. მსოფლიო სადოპინგო სააგენტო WADA-მ დაადანაშაულა მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორია, რომ მან 2014 წელს 1417 დოპინგ-სინჯი გაანადგურა და რუსი სპორტსმენების მხრიდან დარღვევების ფაქტები დამალა.

WADA-ს ცნობით, მანიპულაციები რუსეთის სპორტის მინისტრის ვიტალი მუტკოს ბრძანებით ხდებოდა, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური, ე.წ. ФСБ კი, ქვეყანაში დოპინგის სისტემატური გამოყენების ფაქტებს მალავდა და ანტისადოპინგო ლაბორატორიის საქმიანობაში ერეოდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების 6 წევრი დოპინგის გამოყენებაში დაადანაშაულეს.

საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს წესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით სპორტსმენთა ვინაობა არ სახელდება.

აკრძალული პრეპარატების გამოყენებაში ბრალდებულთა შორის უმეტესობა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრია, მაგრამ არიან ბერძნულ-რომაულიდანაც. 

myquiz